გუმისთის ბრძოლებიდან 27 წელი გავიდა

Posted by nona shamatava

1993 წლის გუმისთის ბრძოლებიდან 27 წელი გავიდა. დღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, უწყების წარმომადგენლებმა და ვეტერანებმა, სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლის ველზე დაცემულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.