დღეს, კონტრადმირალ ალექსანდრე ჯავახიშვილის დაბადების დღეა, მას 90 წელი შეუსრულდებოდა.

Posted by nona shamatava

ალექსანდრე ჯავახიშვილი 1932 წელს, თბილისში დაიბადა. 1952 წელს წარჩინებით დაამთავრა ქალაქ თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლა, 1957 წელს – ბაქოს სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი. ამას მოჰყვა კიდევ სამი უმაღლესი სასწავლებელი, ლენინგრადის საზღვაო აკადემიის ჩათვლით. წლების განმავლობაში მსახურობდა ჩრდილოეთის ფლოტში, სადაც ლეიტენანტობიდან გემის კაპიტნობამდე ყველა საფეხური გაიარა. საბჭოთა კავშირის დროს გახლდათ ატომური სტრატეგიული წყალქვეშა ნავის პირველი მეთაური. 1972 წელს საბჭოთა წყალქვეშა ხომალდით, ბალისტიკური-სარაკეტო წყალქვეშა ატომური კრეისერით, დედამიწას გარშემო შემოუარა. 1992-1997 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი , საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის პრორექტორი (2000წ).დაჯილდოვებულია 2 ორდენითა და 13 მედლით.

კონტრადმირალი ალექსანდრე ჯავახიშვილი 2017 წლის ივლისში 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

2019 წლის 11 ნოემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვის საფუძველზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, გლდანის რაიონში, ილია ვეკუას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას, კონტრადმირალ ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.