ვეტერანი ქალბატონი 104 წლის გახდა

Posted by nona shamatava

ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი, დარეჯან სამხარაძე, 104 წლის გახდა.

ქალბატონს, იუბილე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

იუბილარი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში დაიბადა; სამ ათეულ წელზე მეტი იმუშავა შროშის საშუალო სკოლაში და არა ერთი თაობა აღზარდა; ქალბატონი დარეჯანი რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი გახლავთ. ზურგში თავდადებული მუშაობისთვის არა ერთი სახელმწიფო ჯილდო აქვს მიღებული. მისი მეუღლე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი იყო. 3 შვილი, 6 შვილიშვილი და 3 შვილთაშვილი ჰყავს. საუკუნეს გადაცილებული ვეტერანი, ჯანმრთელობის მიუხედავად, მხნეობას არ კარგავს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კიდევ ერთხელ ულოცავს ქალბატონ დარეჯანს 104 წლის იუბილეს და დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას უსურვებს.