ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს ამურ რევიშვილი უხელმძღვანელებს

Posted by nona shamatava

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ  ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალის პერსონალს ახალი დირექტორი – ამურ რევიშვილი წარუდგინა. შეხვედრას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და დირექტორის მრჩეველი ვლადიმერ იმნაძე დაესწრნენ. 

ამურ რევიშვილი დაიბადა 1969 წლის 29 სექტემბერს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1996 – 2001 წ.წ. მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო სამმართველოში მთავარ ეპიდემოლოგად, ინფექციონისტად. 2003- 2004 წწ. პრევენციული მედიცინის სამეცნიერო ცენტრის დირექტორად, 2004- 2005 წ.წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ალტერნატიული დასაქმების დეპარტამენტში, მთავარ სპეციალისტად; 2006-2009 წ.წ. ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და ლტოლვილთა საკითხების სამსახურის უფროსის მოადგილედ, ჯანდაცვის განყოფილების უფროსად; 2013-2014 წ.წ – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის უფროს მრჩევლად; 2014-2016 წ.წ _ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსად; 2016-2017 წწ. – სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსად; 2017-2019 წწ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსად, ხოლო 2019 წლიდან დღემდე ამურ რევიშვილი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

ამურ რევიშვილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე, თადარიგის ოფიცერი გახლავთ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ამურ რევიშვილს ულოცავს ახალ თანამდებობას და მომავალ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.