ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონი გახდა

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 28-29 მაისს, პოლონეთში, ქალაქ რუმიაში, მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციის (IFA) ეგიდით, გაიმართა ევროპის ჩემპიონატი მკლავჭიდში, რომელშიც საქართველოდან 12 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის აფხაზეთის ომის ვეტერანი, ზვიად ხაჩიძე გახლდათ. იგი, რუმიაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და კომპანია ‘’RMG / არემჯი გოლდის’’ მხარდაჭერით გაემგზავრა. ზვიადი მძიმე წონაში გამოდიოდა;  

ზვიად ხაჩიძემ, მარჯვენა ხელით ასპარეზობაში, ფინალურ ორთაბრძოლაში, ჩვენს თანამემამულე, ირაკლი კვიციანს სძლია და ოქროს მედალიც მოიპოვა. ხოლო მარცხენა ხელით პაექრობაში, პოლონელ სპორსტმენთან, ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრებმა, ამ ჩემპიონატში, ჯამში 6 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა და გუნდური მეორე ადგილიც აიღო.

ზვიად ხაჩიძე, ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონობისთვის ემზადება, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში, საფრანგეთში გაიმართება.

ვულოცავთ ბატონ ზვიადს დამსახურებულ გამარჯვებას და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ!