კობა კობალაძემ ზურაბ იარაჯულის მემორიალური ტურნირის მონაწილე სპორტსმენები დააჯილდოვა

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 14-15 მარტს, ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრ ‘’განთიადის’’ ორგანიზებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და სამგორის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით, ცენტრის სპორტულ დარბაზში ჩატარდა საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის მემორიალური ტურნირი ძიუდოში 2011-2012 წლებში დაბადებულ ჭაბუკებსა და 2009-2010 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის.

ასპარეზობა, რომელშიც ჩვენი ქვეყნის 350-მდე მოზარდი სპორტსმენი მონაწილეობდა, 19 წონით კატეგორიაში გაიმართა. საპრიზო ადგილების მფლობელებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სპეციალური თასები, მედლები და სიგელები სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ზურაბ იარაჯულის დამ, ლია იარაჯულმა და სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ გადასცეს.

საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ძიუდოში წელს დაარსდა და ორგანიზატორთა ინიციატივით, ყოველ წელს ჩატარდება.