კობა კობალაძემ ომის ვეტერან მედიკოსებს 8 მარტი მიულოცა

Posted by nona shamatava

დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი მიულოცა ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერან, მედიკოს ქალბატონებს: ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის თანამშრომლებს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანებს, თეა ცეცხლაშვილს და ლელა გოგიას_ექიმებს, რომლებიც ომის დროს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ერთგულად ემსახურნენ ქვეყანას; აფხაზეთის ომის ვეტერანს, ალა უჩავას; აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებს: 2008 წლის ომის ვეტერანებს_თამარ ბოლოთაშვილს და ლელა ჭანკვეტაძეს, რომელთაც ომის დროს, გორის სამხედრო ჰოსპიტალი, ერთი წამითაც არ დაუტოვებიათ და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას; აფხაზეთის ომის ვეტერანს, ცალკეული სამედიცინო ასეულის,’’კობრას’’ წევრს, ანჟელა კარტოზიას;  კლინიკა ვივამედის მედიკოსებს, აფხაზეთის იმის ვეტერანებს: მაია გვაზავასა და მთვარისა თორდიას, რომლებიც სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სუხუმის დაცემის ბოლო წუთამდე იხდიდნენ თავიანთ პროფესიულ და მოქალაქეობრივ ვალს; კობა კობალაძემ, დღევანდელი დღესასწაული მიულოცა, ასევე, 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანს, ცალკეული სამედიცინო ბატალიონის პირველი ასეულის მეთაურს, სამხედრო ექიმს, მაიორ ნინო ახობაძეს.

 მან ვეტერან ქალბატონებს, სამშობლოს, საკუთარი საქმის ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა, სადღესასწაულო თაიგულები, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და წარმატებები უსურვა.