კობა კობალაძემ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა

Posted by nona shamatava

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ პირველი არხის “ნიუს რუმის” ჟურნალისტებს პროფესიული დღე პირადად მიულოცა. კობა კობალაძემ, ქალბატონებს, ყვავილები მიართვა, ხოლო უკრაინაში, საომარი მოქმედებების ზონაში მომუშავე ჯგუფს: ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძეს, ოპერატორ გიორგი კიკვაძეს, ჟურნალისტ რატი ხვისტანს, ოპერატორს დავით ცირიკიძეს და, ასევე, ჟურნალისტ მაია ბუთბაიას, რომელიც ვეტერანების საკითხებზე აქტიურად მუშობს, სამსახურის ბრენდირებული საჩუქრები გადასცა. აღსანიშნავია, რომ რატი ხვისტანი და დავით ცირიკიძე  ახლა ისევ უკრაინაში იმყოფებიან და თავიანთ პროფესიულ მოვალეობას, ცხელი წერტილიდან დღესაც ღირსეულად აგრძელებენ. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა კობა კობალაძეს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ისაუბრეს, თუ რაოდენ დიდი და საპასუხისმგებლო  როლი აკისრიათ ჟურნალისტებს ცხელ წერტილებში მუშაობის დროს, საზოგადოებისთვის სწორი და ჯანსაღი ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით. საქართველოს პირველი არხი მუდმივად იცავდა და დღესაც, წარმატებით ახორციელებს ამ მნიშვნელოვან მისიას. 

” ვულოცავ ყველა ჟურნალისტს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც საომარი მოქმედებების ზონაში, თავის სიცოცხლის რისკის ფასად, დეტალურ ინფორმაციას აწვდის ჩვენს საზოგადოებას.  გილოცავთ ყველას, რამეთუ ჭეშმარიტი ჟურნალისტიკა არის ზუსტად ის მედიატორი, რომლითაც თითოულ ჩვენგას აქვს იმის შესაძლებლობა, მიადევნოს თვალი დინამიკას, განვითარებას და ყველა გამოწვევას,”- აღნიშნა კობა კობალაძემ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კიდევ ერთხელ ულოცავს ყველა ქართველ ჟურნალისტს პროფესიულ დღეს და უსურვებს დღეგრძელობას, კეთილდღეობას, პროფესიულ წინსვლას და ერთიან, ძლიერ, მშვიდობიან საქართველოში წარმატებულ საქმიანობას.