კობა კობალაძე თურქეთის ელჩს შეხვდა

Posted by nona shamatava

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფატმა ჯერენ იაზგანს და თურქეთის საელჩოს სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ ბურაკ ალთინერს შეხვდა.

შეხვედრაზე წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. თურქეთის ელჩმა, კობა კობალაძეს,  თურქეთის ვეტერანთა ორგანიზაციების წესდებები და პროექტები გააცნო, რომლითაც ისინი თურქ ვეტერანებთან მიმართებაში ხელმძღვანელობენ. 

თავის მხრივ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, საელჩოს წარმომადგენლებს გაუზიარა, სამსახურის სტრუქტურა, სტრატეგიული გეგმები და ამოცანები, ის სოციალური და ჯანდაცვის პროექტები, რომლებსაც სამსახური,, სახელმწიფოსთან ერთად, ვეტერანთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის ახორციელებს.

შეხვედრაზე, მხარეებმა, თურქულ ჰოლდინგ „OYAK” –თან ურთიერთთანამშრმლობასა და  თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს, TIKA-ასთან პერსპექტივებზეც ისაუბრეს. 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ შემუშავდება ჯანდაცვის, სოციალური და საგანმანათლებლო, ერთობლივი პროექტები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის.