კობა კობალაძის ვიზიტი რაჭაში

Posted by nona shamatava

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, რეგიონებში გეგმიური ვიზიტის ფარგლებში, რაჭაში იმყოფებოდა. სამსახურის დირექტორი ონის მუნიციპალიტეტის მერს, დავით ჩიკვაიძეს, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს შუქურა ჯაფარიძეს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს, ზვიად მხეიძეს და ადგილობრივ ვეტერანებს შეხვდა. 

შეხვედრებზე, კობა კობალაძემ, ვეტერანებს და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს სამსახურის გეგმები გააცნო, რომლებიც უშუალოდ, რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხება. მასპინძლებმა თავის მხრივ ისაუბრეს იმ შეღავათებსა და პროგრამებზე, რასაც შესაძლებლობის ფარგლებში, ვეტერანებისთვის ახორციელებენ; საუბარი შეეხო იმ გამოწვევებსაც, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინაშე დგას და რომელთა დაძლევაც, ვეტერანთა თანადგომას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. 

სამუშაო შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის რაჭის სამმართველოს უფროსი  ბესიკ ბაქრაძე.