კონფერენეცია‘’თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოება და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება-ასიმეტრიული სამხედრო საფრთხეები და რეგიონული უსაფრთხოების დილემა’’

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 14 თებერვალს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ჩატარდა საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ‘’თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოება და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება-ასიმეტრიული სამხედრო საფრთხეები და რეგიონული უსაფრთხოების დილემა’’.

კონფერენციაზე, ქართველ ექსპერტებთან ერთად, მოწვეულნი იყვნენ დარგის მაღალი დონის სპეციალისტები ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე, უკრაინიდან, არგენტინიდან, ყაზახეთიდან; სტუმართა შორის იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

კონფერენციის მონაწილეებს,მისასალმებელი სიტყვით მიმართა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ. მან თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა თანამედროვე მსოფლიოს წინაშე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებს; საქართველოში რუსული ოკუპაციისა და ქვეყნის გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებს; ჩვენს ქვეყანაში, კონსტიტუციით განსაზღვრული ტოტალური თავდაცვის კონცეფციის შექმნასა და განხორციელებაში ვეტერანთა გამოცდილებისა და  ინტელექტუალური რესურსის მნიშვნელობას.