კორონავირუსის ეპიდემიის გამო ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე სამსახური დისტანციური შრომის რეჟიმზე გადადის

Posted by nona shamatava

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა,მათ შორის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 13 მარტიდან ვეტერანების სამსახურში და რეგიონულ სამმართველოებში დასაქმებული პირები დისტანციური შრომის რეჟიმზე გადადიან, რაც განპირობებულია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.
აღნიშნულთან დაკავშირებით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს მოუწოდებენ, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს და გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, თავი შეიკავონ ვეტერანების სამსახურში ვიზიტისგან.

ისარგებლეთ დისტანციური სერვისებით :
☑️დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება დისტანციური სერვისების ჩამონათვალის და სხვა საკითხების შესახებ შეუძლიათ სამსახურის ცხელ ხაზზე:
📞 2 48 16 26;
☑ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე:
🖥 https://www.facebook.com/veteranebi/
☑ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვებ -გვერდზე :
🗂 http://veterans.gov.ge/
☑ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ელექტრონულ ფოსტაზე
:📶 info@veterans.gov.ge