მემორანდუმი საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოებასთან

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 23 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია: მხარეთა შორის სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობა მომავალი თაობების სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდაში;

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოებასა შორის მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, რომელიც ხელს შეუწყობს სამხედრო ისტორიის საკითხების განვითარებას; არსებული სამხედრო-ისტორიული და სამეცნიერო პოტენციალის  შესწავლას; სამხედრო ისტორიის  პრობლემებზე სამეცნიერო, კვლევითი, საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებასა და  მათი შედეგების რეალიზაციის ხელშეწყობას; სამხედრო-ისტორიული, საინფორმაციო, ანალიტიკური და სხვა  სახის პროდუქციის შექმნას;

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და ა(ა)იპ  საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოების თავმჯდომარემ, ისტორიის დოქტორმა, მამუკა გოგიტიძემ.

მემორანდუმი უვადოა და ძალაში შედის ორივე მხარის მიერ მისი ხელმოწერის დღიდან.