მემორანდუმი სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასთან

19 სექტემბერი
სსიპ ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია  ვეტერანებისათვის კლინიკის სამედიცინო მომსახურების შეღავათიანი პირობებით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ამიერიდან ვეტერანებს შეუძლიათ კლინიკის სამედიცინო სერვისებზე სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლონ.