მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს 100 წელი შეუსრულდა

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 1 მაისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატეხიაში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, თამარა კამენცევას 100 წელი შეუსრულდა.

 ომის ვეტერანს იუბილე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსმა, შოთა ყიფიანმა მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

 თამარა კამენცევა – 1920 წლის, 1 მაისს, რუსეთში დაიბადა. ფრონტს ომის დაწყებისთანავე_1941 წელს შეუერთდა. მომავალი მეუღლე, ბორის ჩულიჩი, ომიდან დაბრუნებულმა გაიცნო, რომელზეც 1951 წელს იქორწინა. საქართველოსთან კი ქართველმა სიძემ, (ქალიშვილის მეუღლემ) დააკავშირა და 1975 წლიდან, ხელვაჩაური ცხოვრობს. ის სკოლაში 40 წელი ასწავლიდა ქიმია-ბიოლოგიას და გახლავთ დამსახურებული პედაგოგი.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური თამარა კამენცევას ულოცავს 100 წლის იუბილეს და ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს.