მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, გიორგი ჩიტეიშვილი, 96 წლის გახდა

Posted by nona shamatava

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, გიორგი ჩიტეიშვილი, 96 წლის გახდა.

გიორგი ჩიტეიშვილი 1925 წელს, აბაშაში დაიბადა. 1943 წელს, 18 წლის ასაკში გაიწვიეს ფრონტზე. იბრძოდა ქერჩში, დნეპრისპირეთში; უკრაინაში მძიმედ დაიჭრა და თვეების განმავლობაში, სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა. სამშობლოში, 1947 წელს დაბრუნდა. 1958 წლიდან თბილისში ცხოვრობს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ბატონ გიორგის დაბადების დღეს ულოცავს და ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, მხნეობას უსურვებს.