მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს – გოგოლა კარანაძეს, 100 წელი შეუსრულდა

Posted by nona shamatava

გოგოლა კარანაძე – 1921 წლის 1 სექტემბერს დაიბადა. II მსოფლიო ომში ოჯახის და სკოლის წინააღმდეგობის მიუხედავად, საკუთარი სურვილით წავიდა, მაშინ მეათე კლასის მოსწავლე იყო. ხარკოვში რადიოტელეგრაფისტის სამთვიანი კურსი გაიარა, რის შემდეგაც ფრონტზე წაიყვანეს.

იბრძოდა კავკასიასა და უკრაინის მესამე ფრონტზე,  ხოლო 1945 წელს, დრეზდენის ახალგახსნილ მეორე ფრონტს შეუერთდა. ფრონტზე 4 წლის განმავლობაში ბრძოლას ტრავმის გარეშე არ ჩაუვლია – იყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმები. ომის ვეტერანი ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში რადიოტელეგრაფისტის და მზვერავის ფუნქციებს ასრულებდა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს ქალბატონ გოგოლას 100 წლის იუბილეს, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს!