ომის ვეტერანს 100 წლის იუბილე მიულოცეს

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 5 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ვალერიან ლომთათიძეს ასი წელი შეუსრულდა. ბატონი ვალერიანი 100 წლის ასაკშიც მხნედ და ხალისიანად გამოიყურება.

იუბილარს დაბადების დღე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს უფროსმა, გელა ბაქანიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში, ზურაბ ნასარაიამ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ მიულოცეს.

ბატონი ვალერიანი ომში დაწყებისთანავე, 1941 წელს წავიდა, ნაღმმტყორცნელი იყო. მონაწილეობდა ლენინგრადის ბლოკადის ბრძოლებში. ომიდან სამშობლოში ჯანმრთელობის გაუარესების გამო, 1943 წელს დაბრუნდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვალერიან ლომთათიძეს ულოცავს 100 წლის იუბილეს, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს.