რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საჩუქარი ვეტერანებს

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 15 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს, მოადგილეს, გიორგი უკლებას, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსს, ნინო ჭავჭავაძესა და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის აღმასრულებელ დირექტორ, ტარიელ პაპინაშვილს უმასპინძლა. სტუმრებმა სამსახურს, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ჰუმანიტარული დახმარების სახით, 160 ყუთის ოდენობის ტანსაცმელი გადასცეს.

კობა კობალაძემ, სტუმრებს, ვეტერანთა თანადგომისთვის, მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, ვეტერანებისათვის, უკვე მეორე საქველმოქმედო აქციას ატარებს.

ერთობლივი საქველმოქმედო პროექტების განხორციელების მიზნით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.