სამსახურის შშმ თანამშრომლებს მედიკამენტების ვაუჩერები გადაეცათ

Posted by nona shamatava

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების (I ჯგუფი) მქონე თანამშრომლებს: ადმინისტრაციული დეპარტამენტის წარმომადგენელს, აფხაზეთის ომის ვეტერანს, სამხედრო ექიმს, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერ ნაირა ურუშაძესა და სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული დახმარების განყოფილების უფროსს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების ვეტერანს, თადარიგის ლეიტენანტ ნიკოლოზ წერეთელს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოგზავნილი მედიკამენტების 200 ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ.

ამ საახალწლო საჩუქრით, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით, სამსახურის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების (I ჯგუფი) მქონე ბენეფიციარებს დაურიგდათ, ქვეყნის მთავარსარდალმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება ვეტერანების მიმართ, მათ მიერ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში შეტანილი ღვაწლისთვის.