სამსახურსა და შპს ,, უნიქალმედს’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 12 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და შპს ,, უნიქალმედს’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

წინამდებარე მემორანდუმის მიზანია ისეთი ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართული იქნება ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერისკენ.

აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური და კლინიკა ‘’უნიქალმედი’’თანხმდებიან, მჭიდროდ ითანამშრომლონ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე; კერძოდ, კლინიკა გამოთქვამს მზადყოფნას, უზრუნველყოს ვეტერანთათვის კლინიკის სამედიცინო მომსახურების შეღავათიანი პირობებით ხელმისაწვდომობა და უფასო სამედიცინო მომსახურება წინასწარ შეთანხმებული დროის შუალედით.

აღსანიშნავია, რომ კლინიკა’’უნიქალმედი’’ წარმოადგენს ქუთაისში, 170 საწოლზე გათვლილ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ, პოლიპროფილურ სტაციონარს, რომელიც მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალითაა დაკომპლექტებული. კლინიკა უზრუნველყოფს ყველა სახის სამკურნალო-დიაგნოსტიკურ მომსახურებას.

მემორანდუმს, ხელი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და შპს ,, უნიქალმედის’’ გენერალურმა დირექტორმა, შოთა მარუაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და გრძელდება 2025 წლის 12 აპრილამდე.