საომარ მოქმედებებში დაღუპულ მეომრებს სახელმწიფო ჯილდოები გადაეცათ

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, ქუთაისში, აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა/რ წარმომადგენლობაში აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული და ომის შემდგომ გარდაცვლილი მეომრების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეორე საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე და 243-ე ბატალიონის 20 მებრძოლის ოჯახის წევრებს, სახელმწიფო ჯილდოები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დირექტორის მოადგილემ, ჯანდრი უბირიამ,სამსახურის მონიტორინგისა და აუდიტის სამმართველოს უფროსმა, გია ედილაშვილმა, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, ანზორ მარგიანმა და 242-ე ბატალიონის მეთაურმა, სოსო სილაგაძემ გადასცეს.

4 მებრძოლი_ ბონდო ბენიძე, ტრისტან დარახველიძე, ველოდი (ნიკოლოზის -ძე) ხეცურიანი, გელა ჩხეტიანი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის, ხოლო 16_ გივი აბაშიძე, ვალერი ბენდელიანი, ველოდი(ვახტანგის -ძე) ხეცურიანი, ხვიჩა ბენდელიანი, დემურ თუთისანი, ვარდენ ირემაძე, თენგიზ კოპალიანი, ცეზარ კოპალიანი, ემზარ მეშველიანი, მურმან მეშველიანი, რომან სილაგაძე, ბიქტორ საღინაძე, ემზარ ფუტკარაძე, რაჯი ხეცურიანი, ზურაბ ჯიდოშვილი და გია ხეცურიანი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის აფხაზეთის ა/რ სამმართველოს წარმომადგენლები_ დათო ღვინჯილია, ზურაბ შამუგია და ზურაბ ფიფია.