საქართველოში მეორე მსოფლიო ომის ყველაზე უხუცესი ვეტერანი 106 წლის ასაკში გარდაიცვალა

Posted by nona shamatava

საქართველოში მეორე მსოფლიო ომის ყველაზე უხუცესი ვეტერანი, სამსონ ოგანესიანი 106 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური სამძიმარს უცხადებს სამსონ ოგანესიანის ოჯახს. სამსონ ოგანესიანი, მეორე მსოფლიო ომში 1941 წელს, დაწყებისთანავე წავიდა და დასრულებამდე, 1945 წლამდე უკრაინის ფრონტზე იბრძოდა. სერჟანტი სამსონ ოგანესიანი იყო დიდების ორდენის კავალერი.
საქართველოში დღეს მეორე მსოფლიო ომის 300- მდე ვეტერანია და მათგან ყველაზე უხუცესი გახლდათ ბატონი სამსონ ოგანესიანი.