უხუცესი ვეტერანი ქალბატონი, ევდოკია კლიმოვა გარდაიცვალა

Posted by nona shamatava

მეორე მსოფლიო ომის უხუცესი ვეტერანი ქალბატონი, ევდოკია კლიმოვა, 103 წლის ასაკში გარდაიცვალა.

22 წლის სმოლენსკელი მედდა, ევდოკია კლიმოვა ომში, 1945 წელს მოხალისედ წავიდა და ომის დამთავრებამდე, ბელორუსიის პირველ ფრონტზე, დაჭრილი ჯარისკაცების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდა. სამხედრო ჰოსპიტალში გაიცნო მომავალი მეუღლე, ქართველი მებრძოლი, გიორგი ლორთქიფანიძე; მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და ომის დასრულების შემდეგ, ევდოკია, გიორგის, საქართველოში გამოჰყვა. ვეტერან ქალბატონს, საქართველო, მეუღლის, შვილების და შვილიშვილის გარდაცვალების შემდეგაც არ მიუტოვებია და სიცოცხლის ბოლომდე აქ დარჩა.

ხვალ, ევდოკია კლიმოვას, უკანასკნელ გზაზე გავაცილებთ.

მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა!