შეხვედრა “გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის” წარმომადგენლებთან

Posted by nona shamatava

დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, არასამთავრობო ორგანიზაციის “გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის” გამგეობის თავმჯდომარეს გიორგი რაზმაძეს და საინჟინრო სექციის მეთაურს ალექსანდრე თარგამაძეს შეხვდა. 

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რომელზეც მხარეებმა ისაუბრეს იმ აქტივობებსა და პროგრამებზე, რომლებიც მომავალში ერთობლივად შეიძლება განხორციელდეს, სადაც აქტიურად ჩაერთვებიან ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, მათი შვილები და შვილიშვილები.

ახალგაზრდული ლეგიონი არის დამოუკიდებელი, ნებაყოფლობითობის პრინციპზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ძირითადად 12-21 წლის ახალგაზრდებთან. ორგანიზაცია ბავშვებს და მოზარდებს უტარებს დაწყებითი სამხედრო და საექსპედიციო მომზადების კურსებს, ლექციებს სამხედრო ისტორიის შესახებ.

მომზადების სპეციფიკა მორგებულია ახალგაზრდაზე, რომელიც ლეგიონში მომზადების დროს არ წყდება სასწავლებელს, ოჯახს და თავისუფალი დროის ნაწილს უთმობს ლეგიონს. სწავლება არის დაბალი ინტენსივობის, არ მოიცავს დიდ ფიზიკურ დატვირთვას და ხელს არ უშლის მოზარდს ზოგადი განათლების მიღებაში.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ: http://legionerebi.com/

https://www.facebook.com/legionerebi/?epa=SEARCH_BOX