შეხვედრა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში

Posted by nona shamatava

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, კობა კობალაძესა და სააგენტოს დირექტორს, ჯაბა სირბილაძეს შორის შეხვედრა გაიმართა.

 შეხვედრის მონაწილეებმა დევნილი ვეტერანების განსახლებისა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელეს და ქვეყნის წინაშე მათ განსაკუთრებულ დამსახურებას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი.

 სააგენტო დევნილი ვეტერანებისა და მათი ოჯახების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით სპეციალურ პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წელს, თბილისში რეგისტრირებული ვეტერანი დევნილები განსახლდებიან.

მხარეები მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.