შეხვედრა სამსახურის რეგიონულ წარმომადგენლებთან

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 1 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ და სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ნუგზარ კაიშაურმა ონლაინ შეხვედრა გამართეს, საქართველოს რეგიონებში უწყების სამმართველოების უფროსებთან. მოგვიანებით, სამსახურის საკონფერენციო დარბაზში, ვლადიმერ იმნაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონებში უწყების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე, მხარეებმა იმსჯელეს ვეტერანებისთვის აქტუალურ საკითხებზე და იმ გამოწვევებზე, რომელთა დაძლევა სამსახურის მუშაობის ეფექტიანობას უფრო აამაღლებს. საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონებსა და თბილისის რაიონებში ბენეფიციართათვის ინფორმაციის მიღების გამარტივებისა და ხელმისაწვდომობის გზებს.

რეგიონული სამმართველოების უფროსებს, დაევალათ უწყების ბენეფიციართა საჭიროებებზე ინფორმაციის შეგროვება და მოწოდება, რადგან მიღებული ინფორმაციის ანალიზი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამსახურის 4 წლიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესსა და სამსახურის პრიორიტეტების განსაზღვრას.