შპს. „მედიცენტრთან” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 17 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და შპს. „მედიცენტრს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია, ჯანდაცვის სფეროში ორმხრივად შეთანხმებული პროექტების განხორციელება,  სამსახურის ბენეფიციარებისათვის თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად ორმხრივი ღონისძიებების დაგეგმვა; ვეტერანებისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდების ერთობლივი, დროული და ადეკვატური უზრუნველყოფა; სამედიცინო სერვისების შეღავათიანი პირობების ხელმისაწვდომობა; სამედიცინო ტურიზმისა და განათლების მიმართულებით თანამშრომლობის ხელშეწყობა.

მემორანდუმს, ხელი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ და შპს. “მედიაცენტრის” დირექტორმა, ტარიელ მჭედლიძემ მოაწერს.

წინამდებარე მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს უვადოდ.