ჩაფიძის კლინიკაში ვეტერანებს გამოკვლევები ჩაუტარდათ

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარეს. საქველმოქმედო სამედიცინო აქციის ფარგლებში, განხორციელდა 80-მდე ვიზიტი.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა, ყოველწლიურად განახლდება და დღემდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 100-ზე მეტი საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა; უწყების 30 000-ზე მეტ ბენეფიციარს გაეწია კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება.

ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პანდემიის პირობებშიც  გაგრძელდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.