17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა

Posted by nona shamatava

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, 15 ოქტომბერს, დოლურის პრინციპით, სახალისო  გათამაშება გაიმართა. ვეტერანებმა, რომლებმაც სხვადასხვა საჭიროებების გამო, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მომართეს, მონაწილეობა მიიღეს გათამაშებაში; მათ, სამსახურის მიერ მომზადებული, სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. 

საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.