22 ნოემბერი სპეციალური ოპერაციების ძალების დღეა

Posted by nona shamatava

23 წლის წინ, 1999 წლის 22 ნოემბერს კოჯორში, მცირე ინტენსივობის კონფლიქტებში სამხედრო ოპერაციათა მოსამზადებელი ცენტრის ბაზაზე, დაიწყო „სპეც დანიშნულების საბრძოლო კურსი“, რომელიც 12-მა სამხედრო მოსამსახურემ წარმატებით დაასრულა და პირველი სპეცდანიშნულების ჯგუფი ჩამოყალიბდა. ამით საქართველოში საფუძველი ჩაეყარა პირველი საარმიო სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის არსებობას.​

სწორედ ამ ქვედანაყოფიდან იყვნენ მეწინავე “მშვიდობისმყოფელები”, რომლებიც საქართველოს მხრიდან პირველები ჩაერთვნენ საერთაშორისო მისიებში. 1999 წლის 31 აგვისტოს მცირე ინტენსივობის კონფლიქტებში სამხედრო ოპერაციათა მოსამზადებელი ცენტრიდან (კოჯორი) პირველი ქვედანაყოფი გაიგზავნა სამშვიდობო ოპერაციების მანდატით კოსოვოში. ​​​​​​

2003 წელს მაშინდელი სპეციალური დანიშნულების ბრიგადა იყო ერთ-ერთი პირველი ქართული ქვედანაყოფი, რომლის მებრძოლებიც ჩაერთვნენ ერაყის რეგიონში კოალიციური ჯარების შემადგენლობით მიმდინარე ოპერაციებში;

ასევე აღსანიშნავია 2014, 2018 და 2020 წლებში რეინჯერთა ბატალიონის პირადი შემადგენლობის მონაწილეობა ავღანეთის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში.

სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები პირველი წუთებიდან იყვნენ ჩართულნი საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში და სპეცოპერაციებში. სპეციალური ოპერაციების ძალებს ყავს ბრძოლაში დაცემული გმირები: სერჟანტი მერაბ ფილიშვილი, სერჟანტი კახაბერ თავგორაშვილი, სამხედრო ექიმი კაპრალი ვლადიმერ ხვედელიძე და მაიორი გელა ჭედია, რომლის სახელსაც ამაყად ატარებს სპეციალური ოპერაციების სასწავლო ცენტრი. ​​ასევე, აღსანიშნავია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც ჯანმრთელობის ფასად დაიცვეს ჩვენი ქვეყანა და მისი უსაფრთხოება.