22 ოქტომბერი – საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღე

Posted by nona shamatava

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას დაბადების დღეა.

აფხაზეთისა და ცხინვალის ომების მონაწილე, ზაზა დამენია 2004 წლის 16 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის კაპრალმა საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები სიკვდილისგან იხსნა. ზაზა სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას გადაეფარა და სამი თანამებრძოლის სიცოცხლე გადაარჩინა.

2004 წლის 26 აგვისტოს „სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის“, ზაზა დამენიას ეროვნული გმირის უმაღლესი სახელმწიფო წოდება მიენიჭა