9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა

Posted by nona shamatava

დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა არმიამ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი, ანტი-საბჭოთა, მშვიდობიანი, საპროტესტო დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც, 21 უდანაშაულო ადამიანი, უმეტესწილად, ქალები დაიღუპნენ; დაღუპულთა შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. 9 აპრილის დარბევის შედეგად, 4 ათასზე მეტმა დემონსტრანტმა,  სხვადასხვა სახის ტრამვა მიიღო;  დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით კი _ 2000-მდე მოქალაქე მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს, ტრაგედიიდან 2 წლის შემდეგ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. მას შემდეგ,  საქართველოს უახლეს ისტორიაში, 9 აპრილი ეროვნული ტრაგედიისა და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ აღინიშნება.