უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, სტეფან პოლტორაკთან და უკრაინის ვეტერანების მინისტრთან, ირინა ფრიზთან ერთად უკრაინის თავდაცვის სამინისტროში უკრაინის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი  ყვავილებით შეამკო.

ცერემონიას ასევე დაესწრნენ დელეგაციის წევრები: საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კობა კობალაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ ხურციძე და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროტოკოლის განყოფილების უფროსი, ეკატერინე ფაჩულია.

საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაციის ვიზიტი უკრაინის დედაქალაქ კიევში მიმდინარე წლის 23 აგვისტოს დაიწყო და 26 აგვისტოს დასრულდა.