რა შეღავათებით სარგებლობენ ომის ვეტერანები?

დღესდღეობით ვეტერანებისთვის მოქმედებს შემდეგი სახის შეღავათები:

სახელმწიფო გასაცემლები

  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის სახელმწიფო გასაცემლების ოდენობა დადგენილია შესაბამისი სამართლებრივი აქტებით (,,სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილება, ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილება და სხვა) და მათი ოდენობა დიფერენცირებულია ვეტერანთა კატეგორიებისა და შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხის შესაბამისად;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს უფლება აქვთ მიიღონ სახელმწიფო კომპენსაცია ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობით.
  • მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე ყოველთვიურად გაიცემა სოციალური დახმარება 180 ლარის ოდენობით.

საგადასახადო შეღავათი

საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანი საქართველოს მოქალაქეთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე. ასევე, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შემოსავალი 6000 ლარამდე.

საყოველთაო ჯანდაცვა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთათვის ითვალისწინებს სპეციალურ პაკეტს.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას იღებს ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება პროგრამის პირობებს და დადგენილი წესით, წერილობით დაუდასტურებს სოციალური მომსახურების სააგენტოს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.

პროგრამის მოსარგებლეს უფლება აქვს თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება

დამატებითი სამედიცინო მომსახურება ვეტერანთათვის

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ვეტერანებისათვის მოქმედებს დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამა, რომელიც  წარმოადგენს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის დამატებით ნაწილს და მოიცავს იმ სერვისების (მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები, წინა და პოსტოპერაციული გამოკვლევები და სხვა) მიწოდებას, რასაც არ ფარავს სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამები. პროგრამა ასევე ითვალისწინებს მედიკამენტებით დაფინანსების უზრუნველყოფის შესაძლებლობას.

სამედიცინო მომსახურების მიმღები ბენეფიციარები არიან სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული შემდეგი პირები:

  • სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ვეტერანები;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები
  • მრავალშვილიანი (სამი და მეტი შვილი) ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები;
  • სახელმწიფო პენსიის მიმღები ვეტერანები.

ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობა

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ,, ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა“ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ან ხანდაზმული (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) ომის მონაწილეებისათვის ითვალისწინებს შემდეგ სამკურნალო-პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო მომსახურებების გაწევას:

  • ექიმ-სპეციალისტ(ებ)თან კონსულტირება;
  • ფიზიოთერაპიული და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩატარებას;
  • ბალნეოლოგიური პროცედურების ჩატარებას;
  • სამკურნალო ფიზკულტურისა და მანუალური თერაპიის პროცედურების ჩატარებას.

მომსახურების ხარჯი ერთ ვეტერანზე შეადგენს არაუმეტეს 250 ლარს.

დამხმარე საშუალებებით და უზრუნველყოფა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საჭიროების მიხედვით, ეკუთვნით შემდეგი დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა:

  • სავარძელ-ეტლები;
  • საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებები;
  • სმენის აპარატები;
  • უზრუნველყოფის კომპონენტი;
  • კოხლეარული იმპლანტი;
  • ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით, უსინათლოთა ხელჯოხებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოები.

დამხმარე საშუალებების მიღებაზე უპირატესი უფლებით და ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 100%-ით დაფინანსებით  სარგებლობენ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები.

უმაღლესი განათლების დაფინანსება

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით ფინანსდებიან:

  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, ასევე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად/ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები და მათი შვილები.

პროფესიული განათლება

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 4 აპრილის №182 დადგენილების თანახმად, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის უპირატესი უფლება ენიჭებათ „ომისა და  სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“  საქართველოს კანონით განსაზღვრული ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს

შეღავათი მუნიციპალურ ტრანსპორტზე

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 დეკემბრის №32-127 და 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებების თანახმად, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სარგებლობენ შეღავათებით, კერძოდ:

  • ავტობუსით და მეტროთი უფასო მგზავრობის უფლებით;
  • M2 (მიკროავტობუსი) კატეგორიის იმ ავტობუსებით, სადაც მგზავრობის ფასის გადახდა ხორციელდება ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების გამოყენებით, 50%-იანი ფასდაკლების უფლებით (ერთი დღის განმავლობაში ჯამში არაუმეტეს 4 მგზავრობისას).

მუნიციპალურ ტრანსპორტზე ვეტერანთათვის შეღავათი ასევე დაწესებულია ქ. ბათუმის,  ქუთაისის,( შშმ ვეტერანებს), რუსთავის, ბორჯომის, ახალციხის მუნიციპალიტეტებში.

შეღავათი რკინიგზის მატარებლებით მგზავრობაზე

საქართველოს მთავრობის  2019 წლის 22 იანვრის  N44 განკარგულების  თანახმად, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, ომში დაღუპული ოჯახის წევრების და მარჩენალდაკარგულთათვის დაწესდა 50%-იანი შეღავათი საქართველოს რკინიგზის მატარებლებით  მგზავრობაზე , გარდა:

მაგისტრალური (ადგილობრივი) მიმოსვლის ღამის სამგზავრო მატარებლების მოდერნიზებული პირველი კლასის (რბილი 2-ადგილიანი) და მე-3 კლასის (საწოლადგილიანი), საფირმო სამგზავრო ელექტრომატარებლების ბიზნეს-კლასის და პირველი კლასის ვაგონებით მგზავრობისა.

გათვალისწინებულია შეღავათები საქართველოს მოქალაქის და სამგზავრო პასპორტის აღებისას ვეტერანთა შემდეგ კატეგორიებზე:

  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები – უფასო;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები – უფასო;
  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები – 50 პროცენტით.

შეღავათები დევნილი ვეტერანებისათვის

  • დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებს ენიჭებათ დამატებითი ქულები;
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 2 მაისის №868 ბრძანების თანახმად დაწესებულია ერთჯერადი ფულადი დახმარება ომის ვეტერანის/ომში დაღუპულის ან მარჩენალდაკარგულის სტატუსის მქონე პირებისათვის.

დახმარება ვეტერანთა გარდაცვალებისას

,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სამშობლოს დაცვისას დაღუპული და ომის შემდეგ გარდაცვლილი მეომარი უნდა დაიკრძალოს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით. დაკრძალვის თანხა უნდა შეადგენს: ქალაქ თბილისში – 350 ლარს, თვითმმართველ ქალაქებში – 300 ლარს, ხოლო მუნიციპალიტეტებში – 250 ლარს.

ასევე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გადაწყვეტილებით, ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ვეტერანის ოჯახის ერთ-ერთ წევრზე (მეუღლე, მშობლები, შვილები ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელი) სამსახურის ბიუჯეტის ასიგნებებიდან გაიცემა ერთჯერადი დახმარება 600 ლარის ოდენობით შემდეგი პირების გარდაცვალებისას:

ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილის;

ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილის;

გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილის;

რა სახის დახმარებას იღებს ოჯახი ვეტერანის გარდაცვალებისას?

დახმარება ვეტერანთა გარდაცვალებისას

 

,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სამშობლოს დაცვისას დაღუპული და ომის შემდეგ გარდაცვლილი მეომარი უნდა დაიკრძალოს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით. დაკრძალვის თანხა უნდა შეადგენს: ქალაქ თბილისში – 350 ლარს, თვითმმართველ ქალაქებში – 300 ლარს, ხოლო მუნიციპალიტეტებში – 250 ლარს.

 

ასევე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გადაწყვეტილებით, ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ვეტერანის ოჯახის ერთ-ერთ წევრზე სამსახურის ბიუჯეტის ასიგნებებიდან გაიცემა ერთჯერადი დახმარება 600 ლარის ოდენობით შემდეგი პირების გარდაცვალებისას:

ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილის;

ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილის;

გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილის;

 

დახმარების მიღების უფლების მქონე პირები

დახმარების მიღების უფლებით სარგებლობენ გარდაცვლილის მეუღლე, შვილ(ებ)ი და მშობლები. აღნიშნული პირების არყოლის შეთხვევაში ან იმ შემთხვევაში, თუ დახმარების მიმღებ პირს შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა,  ამ წესით შესაბამისად დახმარების მიღების უფლება აქვთ გარდაცვლილის სხვა კანონით ან ანდერძით მემკვიდრეებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი თანმიმდევრობით.

 

დახმარების მისაღებად წარმოსადგენი საბუთები

დახმარების მიღების მიზნით გარდაცვლილის ოჯახის წევრმა სამსახურში უნდა წარადგინოს: განცხადება სამსახურის დირექტორის სახელზე, გარდაცვლილი ვეტერანის მოწმობა (მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, ცნობა პოლიციიდან მოწმობის დაკარგვის შესახებ), განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.დევნილის მოწმობის არ ქონის შემთხვევაში იუსტიციის სახლიდან გარდაცვლილზე საინფორმაციო ბარათი ( მისამართის ჩვენებით)

 

გარდაცვლილთან ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში გათვალისწინებული ნათესაური კავშირის დამადასტურებლად ან ანდერძით მემკვიდრეობით დახმარების მიღების მიზნით სამსახურში აგრეთვე უნდა იქნეს წარმოდგენილი:

ა) გარდაცვლილის შვილის შემთხვევაში, დაბადების მოწმობის ასლი;( ქართულად)

ბ) გარდაცვლილის მეუღლის შემთხვევაში, ქორწინების მოწმობის ასლი;( ქართულად)

გ) გარდაცვლილის მშობლის შემთხვევაში, გარდაცვლილის დაბადების მოწმობის ასლი;(ქართულად)

დ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული კანონით მემკვიდრის შემთხვევაში, შესაბამისი ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ანდერძით მემკვიდრის შემთხვევაში, სამკვიდრო მოწმობა.

 

შენიშვნა: ოჯახის წევრს დახმარების მიღების უფლება აქვს 2015 1 იანვრის წლის შემდგომ გარდაცვლილ ვეტერანზე, პირის გარდაცვალებიდან ერთი წლის განმავლობაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2016 წლის 22 თებერვლის №80 ბრძანება

რა ფორმით აფინანსებს სამსახური ვეტერანთა სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებს?

დამატებითი სამედიცინო მომსახურება ვეტერანთათვის

 

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ვეტერანებისათვის მოქმედებს დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამა, რომელიც  წარმოადგენს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის დამატებით ნაწილს და მოიცავს იმ სერვისების მიწოდებას, რასაც არ ფარავს სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამები. პროგრამა ასევე ითვალისწინებს მედიკამენტებით დაფინანსების უზრუნველყოფის შესაძლებლობას.

 

მომსახურებით მოსარგებლე პირები

სამედიცინო მომსახურების მიმღები ბენეფიციარები არიან სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული შემდეგი პირები:

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები;

ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ვეტერანები;

გ) საპენსიო ასაკის ვეტერანები;

დ) მრავალშვილიანი (სამი და მეტი შვილი) ვეტერანები.

 

მომსახურების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

ვეტერანმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა/ოჯახის წევრმა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მისაღებად უნდა მიმართოს სამსახურს წერილობითი  განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:

ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა/პასპორტი ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი;

ბ) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (კალკულაცია);

გ) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა), რომელიც შექმნილი უნდა იყოს სამსახურში განცხადების რეგისტრაციამდე არაუმეტეს 3 თვით ადრე;

დ) მედიკამენტის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში, დანიშნულების ან/და რეცეპტის ასლი, რომელიც შექმნილი უნდა იყოს სამსახურში განცხადების რეგისტრაციამდე არაუმეტეს 1 თვით ადრე;

ე) შესაბამისი სტატუსის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ვ) დასაფინანსებელ სამედიცინო მომსახურებაზე მუნიციპალიტეტის, სახელმწიფო პროგრამების ან/და დაზღვევის ფარგლებში გაცემული მიმართვის/დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ქსეროასლი.

 

შეზღუდვები მომსახურების მიღებაზე

მოთხოვნა არ და კმაყოფილდება და განმცხადებელს  ეცნობება უარყოფითი პასუხი, თუ:

ა) განცხადების შესწავლისას დადგინდა, რომ პირი არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ მოსარგებლის კრიტერიუმებს;

ბ) განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით დადგინდა, რომ პირს უკვე დაუკმაყოფილდა მოთხოვნა;

გ) პირი ითხოვს გამოყოფილი თანხის გაზრდას იმ მოთხოვნაზე, რომელზეც კომისიის მიერ უკვე იქნა მიღებული გადაწყვეტილება;

დ) განცხადების შესწავლის ან საგარანტიო წერილის მომზადების პროცესში სამსახურისთვის ცნობილი გახდა, რომ პირი გარდაცვლილია;

ე)  განცხადების შესწავლისას დადგინდა, რომ პირის ბოლო დაფინანსებიდან გასული პერიოდი არ  აღემატება 6 თვეს;

ვ) თუ განცხადების შესწავლისას დადგინდა, რომ პირი ითხოვს დავალიანების/ვალის დაფარვისათვის დაფინანსებას.

ზ) განმცხადებელს  ეცნობება უარყოფითი პასუხი, ასევე, იმ შემთხვევებში, თუ განცხადების შესწავლისას დადგინდა, რომ პირი ითხოვს:

ზ.ა) საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებას;

ზ.ბ) სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობის, თვითმკურნალობის დაფინანსებას;

ზ.გ)  სანატორიულ-კურორტული და ბალნეოლოგიური მკურნალობის დაფინანსებას;

ზ.დ) ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით მკურნალობის დაფინანსებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს სამედიცინო ჩვენება და ორგანოების ფუნქციური ცვლილებების წარმოშობის რისკი;

ზ.ე) სტომატოლოგიური მომსახურებისა და დენტალური იმპლანტაციის დაფინანსებას;

ზ.ვ)  შინმოვლის მომსახურების დაფინანსებას;

ზ.ზ)  სამედიცინო აღჭურვილობას;

ზ.თ) რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მომსახურების მეორედ დაფინანსების შემთხვევაში.

 

სამედიცინო მომსახურება დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება არაუმეტეს 1500 ლარის ოდენობით, ხოლო მედიკამენტების დაფინანსების შემთხვევაში – არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანო

 

მომსახურების დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის ბრძანებით შექმნილი კომისია.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

 

,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება 

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2016 წლის 22 მარტის №80ბრძანება

რომელ სამედიცინო მომსახურებას მოიცავს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული ვეტერანის სადაზღვევო პაკეტი?

ვეტერანთათვის გათვალისწინებული მომსახურებები

 

 

მომსახურების სახე ვეტერანების პაკეტი
გეგმური ამბულატორიული მომსახურება

გეგმური ამბულატორიული მომსახურება მიღება შესაძლებელია მხოლოდ

პაციენტის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

ოჯახის ან უბნის ექიმის და ექთნის მომსახურება, საჭიროების შემთხვევაში, მათი მომსახურება ბინაზე

100%
ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული პროფილაქტიკური აცრები; 100%
ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმის დანიშნულებით, ექიმ-სპეციალისტების მომსახურება:

  • ენდოკრინოლოგი;
  • ოფთალმოლოგი;
  • კარდიოლოგი;
  • ნევროლოგი;
  • გინეკოლოგი;
  • ოტორინოლარინგოლოგი;
  • უროლოგი;
  • ქირურგი;
100%
ექიმის დანიშნულებით ინსტრუმენტული გამოკვლევები:

  • ელექტროკარდიოგრაფია
100%
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის ექოსკოპია(ტრანსაბდომინურად)
  • გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია
  • შარდ-სასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ორგანოების ექოსკოპია(ტრანსაბდომინურად)
  • ძვლების რენტგენოგრაფია
100%
ექიმის დანიშნულებით კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები:

  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • შარდის საერთო ანალიზი;
100%
  • გლუკოზა პერიფერიულ სისხლში;
  • კრეატინინი;
  • ქოლესტერინი სისხლში;
  • შრატში ლიპიდების განსაზღვრა;
  • განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე;
  • პროთრომბინის დრო;
100%
  • ღვიძლის ფუნქციური სინჯები;(ALT,AST);
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი;(TSH);
100%
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა; 100%
სამედიცინო ცნობის, დასკვნის და რეცეპტის გაცემა, გარდა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებისა. 100%
გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება

განსაზღვრულია ნუსხის მიხედვით

100%
გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება

ლიმიტი ერთეულ შემთხვევაზე 15 000 ლარი

 

  • ინტენსიური თერაპია და კრიტიკული მდგომარეობების მართვა;
100%
  • 450-ზე მეტი გადაუდებელი მდგომარეობა განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად.
100%
  • ყველა სხვა გადაუდებელი და სასწრაფო მდგომარეობის მართვა.
100%
გეგმური ქირურგიული ოპერაციები

წლიური ლიმიტი 15 000 ლარი.

100%*
ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია

წლიური ლიმიტი 12 000 ლარი.

100%*
მშობიარობა:

  • ფიზიოლოგიური მშობიარობა
ლიმიტი 500 ლარი
  • საკეისრო კვეთა
ლიმიტი 800 ლარი
 მაღალი რისკის ორსულთა,მშობიარეთა და მელოგინეთა    სტაციონალური მომსახურება

  • სტაციონალური მომსახურება
  • მშობიარობა/საკეისრო კვეთა
  • სეფსისი

 

სამკურნალო საშუალებების ხარჯები-სამკურნალო საშუალებათა ნუსხის მიხედვით. (თანაგადახდა 50%)

100%

ლიმიტი 500/800 ლ.

100%

 

 

ლიმიტი 50 ლარი

სად შეიძლება ვეტერანმა აიღოს სამგზავრო ბარათი?

სამგზავრო ბარათით სარგებლობა შეუძლიათ ვეტერანებს თბილისში, რუსთავსა და ბათუმში, ქუთაისში კი – შშმ ვეტერანებს.
თბილისში სამგზავრო ბარათის აღება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ა.მიცკევიჩისქ N 29
ბათუმში სამგზავრო ბარათის აღება შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“  ფილიალში შემდეგ მისამართზე: გორგასლის ქ.N 55
რუსთავში სამგზავრო ბარათი აღება შესაძლებელია „ლიბერთი ბანკის“ ფილიალში შემდეგ მისამართზე: მეგობრობის ქ. 3
ქუთაისში სამგზავრო ბარათის აღება შეუძლიათ შშმ ვეტერანებს ყოფილი მადლიერების სახლის შენობაში.