მემორანდუმი ქალთა ასოციაციასთან

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ასოციაცია  – ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მიზანი – ვეტერანთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და  მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. ასოციაციის წევრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანთა ეტლებითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფას გეგმავენ, რისთვისაც „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ სხვადასხვა სახის საქველმოქმედო აქციებსა და ღონისძიებებს გამართავს. შემოსული თანხა მთლიანად ვეტერანთა საჭიროებებს მოხმარდება. უახლოეს მომავალში საზოგადოების უკეთ ინფორმირებისთვის ერთობლივი პრეზენტაციები და საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება.