მემორანდუმი ლაიონსების თვალის ცენტრთან

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია უფასო პირველადი ოფთალმოლოგიური კვლევის ჩატარება და ერთობლივი მონიტორინგის საშუალებით ვეტერანთა მხედველობის პრობლემების დადგენა.

ვეტერანებისთვის უფასო პირველადი ოფთალმოლოგიური გამოკვლევების ჩამონათვალში შედის:

1.მხედველობის სიმახვილის გამოკვლევა (ვიზომეტრია)

2.სათვალის შერჩევა

3.თვალშიდა წნევის გაზომვა (ტონომეტრია)

4.ნაპრალოვანი სანათით დიაგნოსტიკა (ბიომიკროსკოპია)

5.თვალის ფსკერის დათვალიერება და დიაგნოსტიკა

6.ოფთალმოლოგის კონსულტაცია და მკურნალობის დანიშვნა

ლაიონსების თვალის ცენტრში პაციენტთა მიღება იწარმოებს წინასწარი ჩაწერით კლინიკის საკონტაქტო ნომერზე: 2 240114 , მისამართი:ქ. თბილისი
გიორგი გეგეჭკორის ქ. 3 (შანხაის დასახლების ტერიტორია)