ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და  ფონდ „ფენიქს  ლზ“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. საერთაშორისო საქველმოქმედო  ფონდი „ფენიქსი“ რამდენიმე თვეა პროექტ „ლურჯ ფრინველს “ ახორციელებს. პროექტი  შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას ემსახურება. „ჩვენი შესაძლებლობები შეუზღუდავია“ – ასეთია „ლურჯი ფრინველის“ დევიზი. პროექტი გრძელვადიანია და შშმ პირებისთვის სხვადასხვა სფეროში დახმარებას ითვალისწინებს.  საწყის ეტაპზე ფუნქციონირებს ავტოსკოლა, სადაც შშმ პირებს საშუალება ეძლევათ შეისწავლონ ავტომობილის მართვა ადაპტირებულ ავტომობილებზე.  სამომავლოდ დაგეგმილია დისტანციური სწავლების დანერგვა,  შშმ პირების სხვადახვა სპორტულ  და სახელოვნებო წრეებში ჩართვა და ა.შ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მხარეები, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, მიზნობრივ აქტივობებს განახორციელებენ, რაც შშმ ვეტერანთა საზოგადოებაში ინტეგრაციისკენ იქნება მიმართული. პროექტის ფარგლებში ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები  „ლურჯი ფრინველის“  პროექტებში ჩაერთვებიან.

წლის ბოლომდე  შშმ პირებისთვის  „ფენიქსის“ ავტოსკოლა უფასოა, დანარჩენ ვეტერანთათვის კი  სპეციალური ფასდაკლება იმოქმედებს.  რეგისტრაციისა  და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცხელ ხაზზე და მოგვწერეთ სამსახურის ფეისბუქის გვერდზე.

ტელ: 2 48 16 26