ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მიმდინარე წლის 16.07.18-24.08.18 შ.პ.ს. ‘’ ჯი ემ სი ჯი ’’- ს დამფუძნებელმა და დირექტორმა, მაია შიშნიაშვილმა, უწყების მაღალი და საშუალო მმართველი რგოლისთვის ჩაატარა ტრენინგი ‘’ მართვის თანამედროვე მეთოდები’’. ტრენინგში მონაწილეობა სამსახურის 7-მა თანამშრომელმა მიიღო და კურსი წარმატებით გაიარა. ყველა მათგანს შესაბამისი სერთიფიკატი ქალბატონმა მაიამ გადასცა.
‘’ მართვის თანამედროვე მეთოდების ტრენინგის მიზანი, მსმენელების მენეჯერული ცოდნისა და უნარების განვითარებაა, რაც ადამიანის კარიერული და პროფესიული წინსვლისთვის მყარ საფუძველს ქმნის, რაც თავის მხრივ, დაკისრებული მოვალეობის უფრო ეფექტურად შესრულებისა და პასუხისმგებლობის უფრო ღრმად გააზრების საწინდარია. ყველა საჯარო მოხელეს დრო ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს, რაც როგორც მისი, ასევე, თანამშრომლებისთვის მისაღწევი შედეგის უკეთ დაგეგმვას და განხორციელებას, კონტროლის უკეთესი გზების ძიებას, გუნდურ მუშაობას, მოტივაციის ამაღლებას და თანამშრომელთა შორის ურთიერთგაგებას გულისხმობს. ეს ტრენინგი ჩვენი პროფესიული ზრდისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რისთვისაც დიდ მადლობას გადავუხდით ტრენინგის ინიციატორებსაც და ორგანიზატორებსაც.’’_განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ ხურციძემ.