კობა კობალაძეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო_ საპატიო სიგელი გადაეცა

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 22 დეკემბერს,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო_ საპატიო სიგელი გადაეცა.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ კობა კობალაძეს დევნილ ვეტერანებზე ყოველდღიური ზრუნვის, საიმედო თანამშრომლობისა და განსაკუთრებული ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა:‘’1992-1993 წლებში, აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების დროს გამოჩენილი სიმამაცისა და თავდადებისთვის, აფხაზეთიდან დევნილ ომის ვეტერანებზე სისტემატიური ზრუნვისა და მხარდაჭერისთვის, აქტიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეროვნული პოზიციებისათვის დღეს ამ საპატიო სიგელს გადავცემთ სამშობლოს ერთგულ შვილს, ღირსეულ გენერალს, კობა კობალაძეს’’,-განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ.

’’განსაკუთრებით მინდა, ეს ჯილდო მივულოცო კობა კობალაძეს; დღეს არ მინდა ვისაუბრო ამ უდიდესი პიროვნების, საზოგადო მოღვაწის სამხედრო რეგალიებზე; ეს არის კაცი, რომელსაც ძალიან უყვარს აფხაზეთი და აფხაზეთის ქართველობა; ყველა იმ ძალისხმევისთვის, რასაც ჩვენი ხალხისთვის აკეთებს, ყველა გადარჩენილი სიცოცხლისთვის, ის, ჩვენგან, იმსახურებს მადლობას და დაფასებას. წარმატებები მას და მთელს ვეტერანთა სამსახურს’’, _აღნიშნა თავის გამოსვლაში აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრმა, რუდიკ ცატავამ.

დღეს, საპატიო სიგელებით, ღვაწლმოსილ მედიკოსებთან და აფხაზეთის საზოგადო მოღვაწეებთან ერთად, ასევე, დაჯილდოვდნენ აფხაზეთის ომის ვეტერანები_ 23-ე ბრიგადის მერვე ბატალიონის ასეულის მეთაური, ჯემალ სვანიძე და 23-ე ბრიგადის მეორე ბატალიონის ოცეულის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი თეიმურაზ დარჯანია.

bonus new member

slot server kamboja

RTP Slot

IDN Poker

Slot777

https://www.alkimyacatalyst.com/wp-includes/pyramid-bonanza/

https://chatkawlesie.com/wp-includes/slot-dana/