კობა კობალაძემ ეროვნული გმირის ოჯახს ახალი წელი მიულოცა

Posted by nona shamatava

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ მაიორი კობა კობალაძე და არასამთავრობო ორგანიზაციის, ‘’საქართველოს ვეტერანების ამერიკელი მეგობრები’’ წარმომადგენელი საქართველოში, აფხაზეთის ომის ვეტერანი, მერაბ პაპასკირი, საქართველოს ეროვნული გმირის,  გიორგი ანწუხელიძის ოჯახს ესტუმრნენ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ტკბილეული, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’საქართველოს ვეტერანების ამერიკელი მეგობრები’’ (American Friends of Georgian Veterans) ამერიკის შეერთებულ შტატებში, აფხაზეთის ომის ვეტერანმა, ამერიკისა და საქართველოს მოქალაქემ, უფლებადამცველმა ნიკოლოზ ქარჩავამ, ამერიკაში ემიგრაციაში წასვლის შემდგომ დააფუძნა; ორგანიზაციის სრულუფლებიანი პრეზიდენტი თავად გახლავთ. მიმდინარე წლის აპრილში, მისი თხოვნით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და არასამთავრობო ორგანიზაცია, ‘’საქართველოს ვეტერანების ამერიკელი მეგობრებს’’შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც, მიზნად ისახავს ქართველ და ამერიკელ ვეტერანებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას, ომისა და თავდაცვის ძალების ქართველი ვეტერანების შვილებისთვის საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების ერთობლივად შემუშავებას.