მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ვალერიან ლომთათიძე 102 წლის გახდა

Posted by nona shamatava

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის მკვიდრი, ვალერიან ლომთათიძე, 102 წლის გახდა.

იუბილარს, დაბადების დღე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს უფროსმა, გელა ბაქანიძემ, სამსახურის წარმომადგენლებმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შარაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კუჭავამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ვეტერანებმა მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები  გადასცეს. საუკუნეს გადაცილებული ვეტერანი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, თანხითაც  დაასაჩუქრა.

ბატონი ვალერიანი 21 წლის იყო, როცა ომში გაიწვიეს. თავდაპირველად, ფინეთის საზღვართან იბრძოდა, შემდეგ კი_ ლენინგრადის ბლოკადაში მოუწია ყოფნა; ალყაშემორტყმული ქალაქი ბლოკადის დასრულებამდე არ მიუტოვებია; 1944 წელს მძიმედ დაიჭრა, რის გამოც, ფრონტიდან სამშობლოში დაბრუნდა და მას შემდეგ, მშობლიურ ბუკნარში ცხოვრობს. დღემდე ახსოვს ომის მძიმე დღეები და ფრონტელი მეგობრები, რომელთა უმრავლესობაც, ოჯახებს ვეღარ დაუბრუნდა_ ბრძოლის ველზე დაიღუპა, ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა; ბატონ ვალერიანს, ძალიან უყვარს სტუმრები, განსაკუთრებით, ახალგაზრდები და მათ, ყოველთვის, გურული, სხარტი იუმორით, სიყვარულით ხვდება.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კიდევ ერთხელ ულოცავს ვალერიან ლომთათიძეს 102 წლის იუბილეს, დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას უსურვებს!