მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი 103 წლის გახდა

Posted by nona shamatava

დღეს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ევდოკია კლიმოვა, 103 წლის გახდა. ვეტერან ქალბატონს, იუბილე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა მიულოცეს და მას სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. 22 წლის ევდოკია კლიმოვა, ფრონტზე, მოხალისედ წავიდა და ომის დასრულებამდე, ბელორუსიის პირველ ფრონტზე გახლდათ. სმოლენსკელ მედდას, არაერთი დაჭრილი მებრძოლი ჰყავს გადარჩენილი.

კლიმოვამ ომში გაიცნო მომავალი მეუღლე, ქართველი მებრძოლი, გიორგი ლორთქიფანიძე, რომელსაც საქართველოში გამოჰყვა და მას შემდეგ აქ ცხოვრობს.წლების განმავლობაში, თბილისშიც მედდად მუშაობდა. ქალბატონ ევდოკიას, მაშინაც არ მიუტოვებია საქართველო, როცა მეუღლე, შვილი და შვილიშვილი დაეღუპა და მარტო დარჩა.

 ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს ვეტერან ქალბატონს დაბადების დღეს და ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს.