საქართველოს ეროვნული გვარდია 30 წლისაა

Posted by nona shamatava

დღეს საქართველოს ეროვნული გვარდია, 30 წლის იუბილეს აღნიშნავს.

საქართველოს ეროვნული გვარდია, 1990 წლის 20 დეკემბერს დაარსდა. ის იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ქართული შეიარაღებული ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა.

1991-1993 წლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში წარმოებული ბრძოლებისას, 650-მდე გვარდიელმა შესწირა სიცოცხლე სამშობლოს. მარადიული ხსოვნა მათ სახელებს!

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ყველა ვეტერან გვარდიელს და მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს ულოცავს ეროვნული გვარდიის დაარსების დღეს და დღეგრძელობას, კეთილდღეობას, მშვიდობიან, ერთიან, ძლიერ საქართველოს უსურვებს!