უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 1 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში “ვეტერანების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით სამუშაო ჯგუფის” შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებს გაეცნოთ და განხილულ იქნა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მომზადებული ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტები, რომელთა მიზანია ვეტერანთა დასაქმების ხელშეწყობა, მათთვის დამატებითი სოციალური შეღავათების დაწესება, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ასევე  ვეტერანის, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრის, მარჩენალდაკარგულის სტატუსის მინიჭების წესისა და პროცედურების განმსაზღვრელი რეგულაციების სრულყოფა და ერთიან სამობილიზაციო და რეზერვის სისტემაში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ჩართულობის უზრუნველყოფა.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობა  მიიღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა და მოადგილეებმა, სამსახურის სხვა თანამშრომლებმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ა(ა)იპ ,,საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირის“ და ა(ა)იპ ,,საქართველოს გენერალთა კლუბის“ წარმომადგენლებმა.

ერთობლივი გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, აღნიშნული ინიციატივების განხილვა განახლდება და შესაბამის პროექტებს საბოლოო სახე მიეცემა წევრების მიერ შენიშვნებისა და წინადადებების წარმოდგენისა და პოზიციების შეჯერების შემდგომ.

სხვადასხვა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებისგან შემდგარი უწყებათაშორისი კომისია შექმნილია სამსახურის დირექტორის 2020 წლის 20 აგვისტოს №SSVA 00015814 ბრძანებით და მისი ძირითადი ამოცანაა ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სფეროს ცალკეული მიმართულებების რეფორმირების თაობაზე შესაბამისი წინადადებების/რეკომენდაციების შემუშავება და სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება.