შეხვედრა “საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის” წარმომადგენელთან

Posted by nona shamatava

დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, “საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის” გენერალურ მდივანს მურთაზ გურჩიანს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რომელზეც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება დაიგეგმა.

მხარეებმა ისაუბრეს იმ აქტივობებსა და პროგრამებზე, რომლებიც მომავალში ერთობლივად შეიძლება განხორციელდეს, სადაც აქტიურად ჩაერთვებიან ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, მათი შვილები და შვილიშვილები.

საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია – “საქართველოს სკაუტები” არის არასამთავრობო, არაპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ანხორციელებს არაფორმალური განათლების გზით მოზარდი თაობისა და ახალგაზრდების განვითარებას 1993 წლიდან. საქართველოს სკაუტები მსოფლიო სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის ერთადერთი ოფიციალური წევრია საქართველოში და აერთიანებს 3000-ზე მეტ ახალგაზრდას საქართველოს 7 რეგიონში: თბილისი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, შიდა ქართლი, ვემო ქართლი, აჭარასა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში. ორგანიზაციის მისიაა ხელი შეუწყოს ახალი თაობის შესაძლებლობების გამოვლენას, მათი ფიზიკური, ინტელექტუალური, მენტალური და სოციალური კუთხით პოტენციალის განვითარების გზით და ამით პოზიტიური წვლილი შეიტანოს უკეთესი საზოგადოების და მსოფლიოს შექმნაში.