103 წლის უხუცეს ვეტერან ქალბატონს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს

Posted by nona shamatava

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე მეორე მსოფლიო ომის 103 წლის ვეტერანს, სამხედრო ექიმს, მერი მაღრაძეს სახლში ესტუმრა, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი პირადად მიულოცა და უხუცეს ქალბატონს საჩუქრები გადასცა.

უახლესი მონაცემებით, დღეს, საქართველოში, მეორე მსოფლიო ომის 172 მონაწილეა დარჩენილი, რომელთა უმრავლესობის ასაკიც, საუკუნეს ითვლის, ან საუკუნეზე მეტია; ვეტერან ქალბატონთაგან, ყველაზე უხუცესი, სწორედ ქალბატონი მერი გახლავთ.

მერი მაღრაძეს და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, 9 მაისი, გამომცემლობა სეზანის დირექტორმა, შორენა შავერდაშვილმაც მიულოცა სიმბოლური საჩუქრებით.