გაგრის დაცემიდან 30 წელი გავიდა

Posted by nona shamatava

1992 წელს, მოსკოვში, ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რის საფუძველზეც, ქართულმა მხარემ გაგრიდან საჯარისო ნაწილები გამოიყვანა და გამოიტანა მძიმე ტექნიკა;1992 წლის 1 ოქტომბერს, საღამოს 6 საათზე, გაგრაზე შეტევა დაიწყო. აფხაზმა სეპარატისტებმა, ჩრდილო კავკასიელ კონფედერატებთან და რუსულ სამხედრო შენაერთებთან ერთად, ქართულ მხარეს შეუტიეს. ქართველმა ჯარისკაცებმა მტერს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს, ქალაქის დას威而鋼 აცავად თავდაუზოგავად იბრძოდნენ, თუმცა, თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად, მტერმა, 2 ოქტომბერს, ქალაქი ალყაში მოაქცია.

გაგრა ქართული მოსახლეობისგან იცლებოდა; ვინც ქალაქის დატოვება ვერ მოახერხა, მათ საშინელი სისასტიკით გაუსწორდნენ.გაგრისთვის ბრძოლაში არა ერთი ქართველი მეომარი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური პატივს მიაგებს გაგრაში დაცემულ გმირებს და კიდევ ერთხელ უსამძიმრებს მათ ოჯახებს.

დიდება გმირებს!