წმიდა მღვდელმთავარი ამბროსი აღმსარებელი ( ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია)

 ( 1861-1927)

ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1921-1927 წლებში; რუსულ ოკუპაციასთან შეურიგებელი მებრძოლი;

ავთანდილ იოსელიანი  (1952-1992) 

1992 წლის 26 ოქტომბერს, ქალაქ ოჩამჩირეში, თანამებრძოლების გარემოცვაში, სადაც ტყვედ აყვანილი მოწინააღმდეგეები იმყოფებოდნენ, ხელყუმბარას სხეულით გადაეფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად, გარშემომყოფები სიკვდილს გადაარჩინა.

საქართველოში სამხედრო ავიაციის დღე 19 სექტემბერს აღინიშნება. 1992 წელს, სწორედ ამ დღეს აღიჭურვა ქართული საავიაციო ქვედანაყოფი ორი ერთეული სუ-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავით, რითიც პოლკოვნიკებმა იზანი ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიამ პირველი ფრენა განახორციელეს. ქართული სამხედრო ავიაციის ისტორია კი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება, როდესაც 1918 წლის 20 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი შეიქმნა.

1993 წლის 22 სექტემბერს, თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის მეომრები, გვარდიის მებრძოლები, სამხედრო შენაერთ “მხედრიონის” წევრები, მოხალისეები, სამედიცინო მუშაკები და სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ, რუსული სამხედრო ხომალდებიდან ცეცხლი გაუხსნეს. მფრინავმა შეძლო, ცეცხლში გახვეული თვითმფრინავი სოხუმის (ბაბუშერას) აეროპორტში დაესვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ავიალაინერში მყოფი 100-ზე მეტი მგზავრიდან, მხოლოდ 16 გადარჩა, დანარჩენი კი – დაიღუპა. მათი ცხედრები აეროპორტთან ახლოს დაკრძალეს.

1993 წლის 27 სექტემბერი  საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველზე ტრაგიკული დღეა. ამ დღეს სოხუმი დაეცა!

საომარი დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“ ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან  ცეცხლი გაუხსნა.

ქართული შენაერთები „აფხაზური გვარდიის“ წინააღმდეგობას ოჩამჩირის გარდა, გულრიფშის რაიონსა და სოხუმში წააწყდნენ, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედების დაწყება მოჰყვა. ომი, რომელიც წელიწადის, ორი თვისა და 13 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. 30 სექტემბერს  სეპარატისტულმა ძალებმა და რუსულმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები დაიკავეს. ოფიციალური მონაცემებით, ომმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 6 ათასი მკვიდრი იმსხვერპლა, 3-4 ათასი მშვიდობიანი მოსახლე უგზო-უკვლოდ დაიკარგა,  8-9 ათასი მეომარი კი ბრძოლის ველზე დაიღუპა. აფხაზურ მხარეს რაც შეეხება, დაიღუპა 3 500, დაიჭრა -2 ათასზე მეტი აფხაზი.

აფხაზეთის კონფლიქტი ათწლეულების მანძილზე, ჯერ კიდევ საბჭოთა იმპერიის პირობებში ჩადებული „ნაღმი“ იყო, რომლის დახმარებითაც რუსეთი ძმათამკვლელი ომის გაჩაღებას და საქართველოსთვის ძირძველი მიწების  ჩამოშორებას გეგმავდა. ეს 2008 წლის აგვისტოს ომმაც დაადასტურა, რის შემდეგაც რუსეთმა ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. დღესდღეობით საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებადაა აღიარებული.

1992 წლის 2 ოქტომბერს, 5 სათისთვის, აფხაზმა სეპარატისტებმა ქალაქი მთლიანად აიღეს და გაგრა დაეცა.

საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით 17 ოქტომბერს სხვადასხვა სახის ღონისძიება იმართება.

ზაზა დამენია (1972-2004)

ქართველი სამხედრო, კაპრალი.  2004 წლის  16 აგვისტოს, წვერიახოს მოვლენების დროს,  იმ სანგარზე, სადაც ზაზა დამენია იმყოფებოდა, განხორციელდა მძლავრი შეტევა. მოწინააღმდეგემ სანგარში ხელყუმბარის ჩაგდება მოახერხა, მას ზაზა გადაეფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები დაღუპვისგან იხსნა.

1991 წლის 18 ნოემბერს, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, დაზვერვის სამმართველო შეიქმნა, რაც, შემდგომში, ამ დღის დაწესების საფუძველი გახდა

1999 წლის 22 ნოემბერს, კოჯორში, მცირე ინტენსივობის კონფლიქტებში სამხედრო ოპერაციათა მოსამზადებელი ცენტრის ბაზაზე, დაიწყო „სპეც დანიშნულების საბრძოლო კურსი“, რომელიც 12-მა სამხედრო მოსამსახურემ წარმატებით დაასრულა და პირველი სპეცდანიშნულების ჯგუფი ჩამოყალიბდა. ამით საქართველოში საფუძველი ჩაეყარა პირველი საარმიო სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის არსებობას.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე, ოფიციალურად, 1992 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 47/3 რეზოლუციით, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში შშმ პირთა უფლებების დაცვისა და  მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით აღიარეს.

ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს შეიქმნა. ის იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ქართული შეიარაღებული ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა.

მიხეილ (მიხაკო) წერეთელი   (1878-1965)

ქართველი მეცნიერი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის დარგში, ლინგვისტი, სოციოლოგი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი; მიხეილ წერეთელი იყო ქართული ემიგრანტული პერიოდული პრესის აქტიური თანამშრომელი. მისი უშუალო მონაწილეობით, პარიზში დაარსდა სამეცნიერო ჟურნალი „ბედი ქართლისა“. გარდაიცვალა 87 წლის ასაკში. დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოზე.

წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი (ექვთიმე თაყაიშვილი) 

 (1862-1953)

ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი.

ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, 1921 წლის 11 მარტს, ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, საქართველო დატოვა. ათეულობით წლების განმავლობაში პატრონობდა საქართველოს ეროვნულ განძს, რომელიც სწორედ მისი დამსახურებით გადაურჩა დაკარგვასა და გაფანტვას და საბოლოოდ საქართველოს დაუბრუნდა.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012 წლიდან ყოველი წლის 14 იანვარს აღინიშნება.

მიხა ხელაშვილი  (1900-1925 )

1920-იანი წლების ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და „შეფიცულთა რაზმის“ წევრი .1922-1924 წლებში მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში ფშავსა და ხევსურეთში.გავრცელებული ვერსიით, საკუთარი დაბადების დღეზე, 25 წლის ასაკში, მოკლა საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა მეგობარმა. სხვა ვერსიით, დაიღუპა დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო  დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს 2021 წლიდან აღნიშნავს.

ზურაბ ჭავჭავაძე (1953-1989)

ქართველი დისიდენტი, 1980-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

1921 წლის თებერვალში,  წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლას, იუნკერთა დიდი ნაწილი ემსხვერპლა. ბრძოლების ძირითადი ნაწილი, კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ, თბილისი დაიკავა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი, საბჭოთა ოკუპაციის დღედაა გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.

1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა საპატივსაცემოდ, 23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება.

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის თებერვლის ხუთდღიან ბრძოლებში თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერებმა, რომელთა ასაკი 20-25 წელი იყო, თავი მამაცური ბრძოლით ისახელეს და სამშობლოს დასაცავად თავი გაწირეს.

1921 წლის თებერვალში,  წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლას, იუნკერთა დიდი ნაწილი ემსხვერპლა. ბრძოლების ძირითადი ნაწილი, კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ, თბილისი დაიკავა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი, საბჭოთა ოკუპაციის დღედაა გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.

გურამ გაბესკირია (1947- 1993 წ.წ)  

პოლკოვნიკი, ქალაქ სოხუმის მერი.  

ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი.

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, გურამ გაბესკირია ტყვედ აიყვანეს. აფხაზმა სეპარატისტებმა, რუსმა და ჩრდილო-კავკასიელმა ბოევიკიებმა, დატყვევებული მთავრობის წევრები და მათი თანხმლები პირები, პარლამენტის შენობის გარეთ გამოიყვანეს და დაჩოქება უბრძანეს. „არასოდეს სიცოცხლეში“ – უპასუხა მტერს გურამ გაბესკირიამ, რის შემდეგაც, იგი, ტყვედ ჩავარდნილებთან ერთად, დახვრიტეს.  

ვლადიმერ გოგუაძე (1880-1954)

სამხედრო მოღვაწე, რევოლუციური მოძრაობის მონაწილე კავკასიაში. 1918-1921 წლებში საქართველოს სახალხო გვარდიის ჯავშნოსანი მატარებლების მეთაური. ჰქონდა „რესპუბლიკის გმირის“ წოდება

ჟიული შარტავა  (1944 -1993)

ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, გენერალ-მაიორი.

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს. 

გენო ადამია (1936-1993)

ქართველი გენერალ-მაიორი, 23-ე ბრიგადის პირველი მეთაური. 1993 წლის 28 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს, მდინარე კელასურის ხიდთან დაიღუპა, როდესაც თანამებრძოლებთან ერთად, ამ მიმართულებით პოზიციის გასამაგრებლად გაემართა.

ალექსანდრე ონიანი  (1981-2008)

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 11 აგვისტოს,  სოფელ შინდისთან, თანამებრძოლებთან ერთად, უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსეთის არმიის მოტომსროლელ ასეულთან. ერთსაათიან ბრძოლაში 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა, მათ შორის ალექსანდრე ონიანიც.

ზურაბ იარაჯული (1972-1993)

ქართველი სამხედრო მფრინავი, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების უფროსი ლეიტენანტი. აფხაზეთში, საომარი მოქმედებების დროს, ზურაბ იარაჯულმა, ოცზე მეტი საბრძოლო გაფრენა განახორციელა და მოწინააღმდეგის პოზიციებზე არაერთი წარმატებული იერიში მიიტანა. დაჯილდოებულია, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით

1993 წლის 13 მარტს, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებიდან, სოხუმის მიდამოებში, ჩამოყრილ იქნა 500 კილოგრამიანი საავიაციო ბომბები, რომელთა უმრავლესობაც არ აფეთქდა. მეორე დღეს, 14 მარტს, მესანგრეების რვა კაციანი ჯგუფი, ვიცე-პოლკოვნიკ ანდრო მაღლაკელიძის მეთაურობით, საბრძოლო დავალების შესასრულებლად, სოფელ ქვედა აჩადარაში გავიდა. ჯგუფს თან ახლდა თავდაცვის სამინისტროს ოთხი ტელეჟურნალისტი, რომელთა თხოვნით, მესანგრეებმა ერთ-ერთ საავიაციო ბომბს თავი აუწიეს, რათა ბომბზე არსებული რუსული წარწერისთვის ფოტო გადაეღოთ. თუმცა, საავიციო ბომბი აფეთქდა და შეიწირა 11 ადამიანის_ მესანგრეების: ვიცე-პოლკოვნიკ სანდრო მაღლაკელიძის, უფროს ლეიტენანტ აკაკი მიმინოშვილის, ლეიტენანტ გიული თალაკაძის, რიგითების_ რამაზ ბესელიას, ავთანდილ კოპალიანის, რუსლან ცხადაიას, ნოდარ ოსაძის და ჟურნალისტების: გიორგი პოპიაშვილის, ალექსანდრე კარაპეტიანის, ჯუმბერ ეზუგბაიასა და გულიკო გოდოლაძის სიცოცხლე. ამ ჯგუფიდან გადარჩა მხოლოდ დიტო ტალახაძე, რომელიც ამ დროს, მეზობელ ეზოში, ფიცრის მოსატანად იყო გასული.

ეს ტრაგედია დაედო საფუძვლად საქართველოში 14 მარტს, მესანგრეთა ხსოვნის აღნიშვნას.

1993 წლის 15-16 მარტს, აფხაზეთში, სეპარატისტებმა, დაქირავებულმა ჩრდილო-კავკასიელმა ბოევიკებმა და რუსულმა სადესანტო შენაერთებმა, მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე, ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და არტილერიამ სოხუმისკენ წამოსულ მოწინააღმდეგეს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა და იძულებული გახადა, უკან დაეხია. უთანასწორო ბრძოლაში, ქართველმა მებრძოლებმა, საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინეს. სწორედ ქართველ არტილერისტთა ეს შეუპოვარი ბრძოლა გახდა საფუძველი 15 მარტს ქართული არტილერიის დღის აღნიშვნისა.

1993 წლის 15-16 მარტს, აფხაზეთში, სეპარატისტებმა, დაქირავებულმა ჩრდილო-კავკასიელმა ბოევიკებმა და რუსულმა სადესანტო შენაერთებმა, მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე, ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და არტილერიამ სოხუმისკენ წამოსულ მოწინააღმდეგეს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს და მოწინააღმდეგე იძულებული გახადეს, უკან დაეხია. უთანასწორო ბრძოლაში, ქართველმა მეომრებმა, საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინეს; ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ქართული საბრძოლო შენაერთების გამარჯვებაში, ქართველმა არტილერისტებმა შეიტანეს. ქართველთა ამ ერთიანი ძალისხმევის, თავგანწირული ბრძოლის შედეგად, მტერმა მაშინ, სოხუმი ვერ აიღო.

საქართველოს სახელმწიფო საზღვარს იცავს სასაზღვრო პოლიცია, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური სამსახური და სამართალდამცველი ორგანოა.სასაზღვრო პოლიციის მისიაა, დაიცვას საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, სასაზღვრო ზოლი, სასაზღვრო ზონა და საქართველოს საზღვაო სივრცე, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, უზრუნველყოს ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოება.ქართველი მესაზღვრის დღე 1999 წელს პრეზიდენტმა ედუარდ  შევარდნაძემ დააწესა.

ზვიად გამსახურდია (1939-1993) 

ქართველი მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი.

გიორგი მაზნიაშვილი (1871-1937) 

დაუმარცხებელი გენერალი, რომელსაც, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, არც ერთი ბრძოლა არ წაუგია. 1921 წლის თებერვალში, გიორგი მაზნიაშვილი მეთაურობდა სოღანლუღის სამხედრო ნაწილებს და მონაწილეობდა საბჭოთა არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1937 წელს,  გიორგი მაზნიაშვილი დახვრიტეს.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა არმიამ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი ანტი-საბჭოთა, მშვიდობიანი, საპროტესტო დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც, 21 უდანაშაულო ადამიანი, უმეტესწილად, ქალები დაიღუპნენ; დაღუპულთა შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც_მათგან ყველაზე უმცროსი, ეკა ბეჟანიშვილი, მხოლოდ 15 წლის იყო.

9 აპრილის დარბევის შედეგად, 4 ათასზე მეტმა დემონსტრანტმა, სხვადასხვა სახის ტრამვა მიიღო; დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით კი _ 2000-მდე მოქალაქე მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს, ტრაგედიიდან 2 წლის შემდეგ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. მას შემდეგ, საქართველოს უახლეს ისტორიაში, 9 აპრილი, ეროვნული ტრაგედიისა და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ აღინიშნება.

1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარია მოხდა.

ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.

ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა ყოფილი საბჭოთა კავშრიის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ს აღმოსავლეთი ნაწილი. რადიოაქტიური ნალექის 60% დაილექა ბელორუსიის ტერიტორიაზე. დაბინძურებული ზონიდან ევაკუირებული იყო დაახლოებით 200 000 ადამიანი.

გაეროს გენერალური ასამბლეამ 26 აპრილი ჩერნობილის კატასტროფის ხსოვნის საერთაშორისო დღე 2016 წელს დააწესა.

1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა გამოსცა წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის განკარგულება. გაწვევა 30 აპრილს დაიწყო და ეს დღე გახდა საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსების ათვლის წერტილი.

საქართველოს თავდაცვის ძალები პოლიტიკურად ნეიტრალური და შეიარაღებული სამხედრო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს აუცილებელ და პროპორციულ სამხედრო და სხვა სახის ღონისძიებებს.

მამია ალასანია (1943-1993)

საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განყოფილების უფროსი;

1993 წელს 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.

1945 წლის 9 მაისს –  მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად აღნიშნავს. 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომს 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. საზოგადოება მათ ხსოვნას უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მიაგებს პატივს.  9 მაისი საქართველოში დასვენების დღედაა გამოცხადებული.

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე „აფხაზეთის დღედ“ დადგინდა.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.

საქართველოს დამოუკიდებლობას იმთავითვე მტრულად შეხვდა ბოლშევიკური რეჟიმი, რომლის მიზანს წარმოადგენდა რუსეთის ყოფილი იმპერიის აღდგენა. 1921 წელს საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია მოახდინა. საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი კრების უმრავლესობა ემიგრაციაში წავიდა.

1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად, მოსახლეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ქვეყანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა. 1991 წლის 9 აპრილს ძალაში შევიდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი

მერაბ კოსტავა  (1939-1989 )

ქართველი საზოგადო მოღვაწე, დისიდენტი და უფლებადამცველი, მუსიკათმცოდნე, პოეტი. 

1974 წლიდან, მის ტრაგიკულ დაღუპვამდე, იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველაზე გამორჩეული ლიდერი. მერაბ კოსტავა იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ეწეოდა დისიდენტურ და ადამიანის უფლებათა დამცველ საქმიანობას, ებრძოდა საქართველოში დამყარებულ საბჭოთა რეჟიმს.  

პოლიციის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით იმართება საზეიმო ღონისძიებები. და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლების დაჯილდოვება.

1995 წლის 31 მაისს, საჰაერო თავდაცვის რადიოლოკაციური ქვედანაყოფები პირველად დადგნენ საბრძოლო პოზიციებზე და საქართველოს საჰაერო სივრცის კონტროლის მიზნით საბრძოლო მორიგეობა დაიწყეს. მას შემდეგ, სწორედ ეს დღე აღინიშნება თავდაცვის დღედ.

დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების შექმნის პირველი დღეებიდან აქტუალური გახდა შეიარაღებული ძალების მართვისა და კონტროლის მხარდასაჭერად ისეთი სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფდა თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბისა და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების კავშირების დაგეგმვასა და უზრუნველყოფის კონტროლს, როგორც სტრატეგიულ, ისე ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე.

 ამ მიზნით, 1991 წლის დეკემბერში გენერალურ შტაბში კავშირგაბმულობის განყოფილება გაიხსნა, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1992 წლის 5 ივნისის №100 ბრძანებით, კავშირგაბმულობის სამმართველო და გენერალური შტაბის კავშირგაბმულობის კვანძი შეიქმნა. 

12 ივნისს საქართველოში მეხანძრე მაშველის დღე აღინიშნება. ამ სამსახურში ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ათასი ადამიანი დგას. მათი პირდაპირი მისია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა.

მეხანძრე-მაშველის დღე საქართველოში 2010 წლიდან აღინიშნება.

14 ივნისი, საქართველოში შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, საქართველოს პარლამენტის მიერ, 2000 წელს გამოცხადდა.

ამ დღის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა.

სამხედრო პოლიციის განვითარება NATO-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ერთ-ერთი ინიციატივაა. განხორციელებული რეფორმებისა და მოდერნიზაციის შედეგად სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი ნატოსთან თავსებად

სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა, რომელიც მხარს უჭერს სამანევრო ქვედანაყოფებს, როგორც დისციპლინის, ასევე საბრძოლო ამოცანის შესრულებაში.

საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 23 ივნისის № 124 განკარგულებით, საქართველოს უშიშროების სამსახურის სამთავრობო დაცვის სამმართველოს ბაზაზე შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახური. ეს დაედო საფუძვლად 23 ივნისის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დღედ დაწესებას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს,  2021 წლიდან აღნიშნავს. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სახელმწიფო დაშავებული მებრძოლების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს.

1993 წლის, 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან, მოწინააღმდეგე მხარემ, რუსეთის სამხედრო ხომალდით, საზღვაო დესანტი გადმოსხა 600 კაცის შემადგენლობით. გამთენიისას, პირველი დარტყმა, ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, აფხაზური ფორმირებები და ჩრდილო-კავკასიელი კონფედერატებიც გააქტიურდნენ. მტერმა, ქართული შენაერთების ნაწილს, ჩრდილოეთიდან _ ტყვარჩელის მიმართულებიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი თითქმის ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ბრძოლაში ჩაერთო იმ დროისათვის ქვეყანაში არსებული ყველა ქართული, საბრძოლო შენაერთი; ქართულმა მხარემ, რამდენიმედღიანი, თავგანწირული ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დიდი ზარალი მიადგათ აფხაზურ-ჩრდილო-კავკასიურ დაჯგუფებებსაც.

ქართული შენაერთების ერთიანი ძალისხმევის შედეგად, 10-11 ივლისს, ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალი მთლიანად გაიხსნა. ტამიშში, რუსული დესანტის გადმოსხმა, სოხუმის აღებისკენ იყო მიმართული, მაგრამ დესანტის მოგერიებამ, ეს გეგმა, რამდენიმე თვით გადაწია.

ტამიშის ბრძოლა_ აფხაზეთის ომის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ქართველი მეომრების თავგანწირვის, ერთიანობისა და გმირობის უდიდესი მაგალითი.

1991 წლის 7 ივლისს, გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება სამხედრო-საზღვაო ძალების შექმნის შესახებ. ეს გახდა საფუძველი, საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების დაარსების დღის 7 ივლისს აღნიშვნისა.

2004 წლის 9 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტის №261 ბრძანებულებით, შეიქმნა  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიცია, სწორედ ეს დაედო საფუძვლად 9 ივლისს, დაცვის პოლიციის დღედ დაარსებას.

ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილი (1888-1930)

ქართველი სამხედრო მოღვაწე. 1922 წლის 12 მარტს, პარტიზანულ ბრძოლას შეუდგა. მისმა რაზმმა, რამდენჯერმე დაამარცხა წითელი არმია, მაგრამ, ბოლოს, იძულებული გახდა, თანამებრძოლთან ერთად, სამშობლოდან გადახვეწილიყო. დაიღუპა 1930 წელს, ემიგრაციაში.

1992 წლის 23 ივლისს, ზნაურის რაიონის სოფელ იონჩაში, პოლკოვნიკმა კარლენ კალანდაძემ, მაიორმა ანდრო მაღლაკელიძემ, ლეიტენანტებმა დავით ასაბაშვილმა და გოჩა ასაბაშვილმა, ასევე, მოხალისეებმა სპარტაკ და ირაკლი მაისურაძეებმა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი განაღმვითი სამუშაოები ჩაატარეს. სწორედ, ამ თარიღს დაუკავშირდა მოგვიანებით საინჟინრო-მესანგრეთა პროფესიული დღე.

დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების შექმნის პირველი დღეებიდან აქტუალური გახდა შეიარაღებული ძალების მართვისა და კონტროლის მხარდასაჭერად ისეთი სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფდა თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბისა და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების კავშირების დაგეგმვასა და უზრუნველყოფის კონტროლს, როგორც სტრატეგიულ, ისე ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე.

 ამ მიზნით, 1991 წლის დეკემბერში გენერალურ შტაბში კავშირგაბმულობის განყოფილება გაიხსნა, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1992 წლის 5 ივნისის №100 ბრძანებით, კავშირგაბმულობის სამმართველო და გენერალური შტაბის კავშირგაბმულობის კვანძი შეიქმნა. 

12 ივნისს საქართველოში მეხანძრე მაშველის დღე აღინიშნება. ამ სამსახურში ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ათასი ადამიანი დგას. მათი პირდაპირი მისია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა.

მეხანძრე-მაშველის დღე საქართველოში 2010 წლიდან აღინიშნება.

14 ივნისი, საქართველოში შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, საქართველოს პარლამენტის მიერ, 2000 წელს გამოცხადდა.

ამ დღის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა.

სამხედრო პოლიციის განვითარება NATO-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ერთ-ერთი ინიციატივაა. განხორციელებული რეფორმებისა და მოდერნიზაციის შედეგად სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი ნატოსთან თავსებად

სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა, რომელიც მხარს უჭერს სამანევრო ქვედანაყოფებს, როგორც დისციპლინის, ასევე საბრძოლო ამოცანის შესრულებაში.

საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 23 ივნისის № 124 განკარგულებით, საქართველოს უშიშროების სამსახურის სამთავრობო დაცვის სამმართველოს ბაზაზე შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახური. ეს დაედო საფუძვლად 23 ივნისის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დღედ დაწესებას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს,  2021 წლიდან აღნიშნავს. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სახელმწიფო დაშავებული მებრძოლების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახური 2015 წლის 1 აგვისტოს დაარსდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მისიაა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა. სამსახური ხელმძღვანელობს სახელმწიფოსა და მისი თითოეული მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით

2008 წლის აგვიტოს ომი, რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებული ოსი სეპარატისტების მიერ, ქართული სოფლების ინტენსიური საარტილერიო დაბომბვით დაიწყო. 2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების ნაწილმა, დაარღვია საქართველოს სუვერენული საზღვარი და საქართველოში შემოიჭრა. კონფლიქტის ზონაში, საქართველოს საჯარისო დანაყოფები შევიდნენ და მალევე დაიკავეს სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ქალაქი ცხინვალი. რუსეთის ფედერაციამ ქართულ მხარეს წაუყენა ცრუ და პროპაგანდისტული ბრალდებები „გენოციდსა“ და „სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიაში“და 8 აგვისტოს დაიწყო სრულმასშტაბიანი თავდასხმა საქართველოზე საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ძალების გამოყენებით.ხუთი დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ, ქართულ ჯარებს მოუწიათ ცხინვალის რეგიონიდან უკან დახევა. ამავე დროს, რუსული და აფხაზური ძალები, თავს, კოდორის ხეობას დაესხნენ. რუსეთის მიერ დროებით იყო ოკუპირებული ქალაქები ფოთი, ზუგდიდი, სენაკი და გორი, სხვა რაიონებთან ერთად.

 აგვისტოს ომს, საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო.საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125_ დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.

1992 წლის 10 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის ძალებში, პირველი სატანკო ქვედანაყოფი ჩამოყალიბდა. სწორედ ეს გახდა სატანკო გვარეობის დღის 10 აგვისტოს დაწესების საფუძველი

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა და ერთ-ერთი გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია აგვისტოს ომის ქრონიკაში. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

1992 წლის 11 აგვისტოს, საქართველოს ახალციხის სამხედრო ჰოსპიტალი გადმოეცა, რის საფუძველზეც, ეს თარიღი საქართველოში სამხედრო მედიცინის დღედ აღინიშნება.

1993 წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, სამხედრო-სამედიცინო ფაკულტეტი გაიხსნა, რომელმაც თავდაცვის ძალებს, წლების განმავლობაში, არაერთი პროფესიონალი სამხედრო ექიმი მოუმზადა. 1996 წელს, გენერალ-მაიორ ალექსანდრე რამიშვილის ხელმძღვანელობით, თბილისში, პირველი ქართული სამხედრო ჰოსპიტალი დაარსდა, რომელიც 2006 წელს, ქალაქ გორში განლაგდა. 2004 წელს, საქართველოს თავდაცვის ძალებში, პირველი სამედიცინო ბატალიონი ჩამოყალიბდა.

2014 წელს, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ სამხედრო-სამედიცინო სკოლა დაარსდა, რომელშიც, საწყის ეტაპზე, მომზადებას საბრძოლო მაშველები და სამოქალაქო ექიმები გადიოდნენ. 2016 წელს, პირველად საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიაში, სკოლამ სამხედრო ექიმების მომზადება დაიწყო.

ქართველმა სამხედრო ექიმებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინეს. მათ არაერთხელ გამოიჩინეს თავი საბრძოლო მოქმედებებისა და სამხედრო სწავლებების დროს.

1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში  შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო.  საქართველოს შეიარაღებული ძალები, აფხაზეთის ტერიტორიაზე რკინიგზის დაცვის მიზნით შევიდნენ. პირველი გასროლა ოჩამჩირეში, სოფელ ოხურეისთან მოხდა. პირველ ოქტომბერს, რუსეთის არმიის დახმარებით, აფხაზმა სეპარატისტებმა და მათმა მომხრეებმა,  გაგრას შეუტიეს და ქალაქი აიღეს. გაგრაში მოწყობილ ეთნიკურ წმენდას, ასობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა. საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1993 წლის შემოდგომამდე_ 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. ამ პერიოდში, რუსეთის შუამავლობით რამდენიმე სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო. რუსეთმა ყველა შეთანხმება დაარღვია.

1993 წლის სექტემბერში აფხაზეთისთვის გადამწყვეტი ბრძოლა სოხუმთან გაიმართა. ალყაშემორტყმულ ქალაქს ინტენსიურად ბომბავდა რუსული არტილერია და ავიაცია. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის და არმიის დახმარებით, აფხაზემა სეპარატისტებმა, სხვადასხვა კრიმინალურ დაჯგუფებასთან ერთად, 30 000-მდე ქართველი მოკლეს. აფხაზეთი, იძულებით, 300 000-მდე ქართველმა დატოვა და საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.

გიორგი ანწუხელიძე (1984-2008 )

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ტყვედ ჩავარდნილმა,საქართველოს დროშას ფეხი არ დაადგა, რის გამოც,  ოსმა სეპარატისტებმა, წამებით მოკლეს.

გიორგი კვინიტაძე (1874-1970)

ქართველი სამხედრო მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალი,ბოლო მთავარსარდალი, რომელიც ხელმძღვანელობდა პირველი რესპუბლიკის ჯარს 1921 წელს, რუსეთ-საქართველოს ომში.  სამხედრო სამსახური არცერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში არ გაუგრძელებია. გარდაიცვალა 1970 წელს, საფრანგეთში.

მარო მაყაშვილი (1902-1921წ.წ.) 

მოწყალების და, სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პირველი მსხვერპლი ქალი. დაიღუპა საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში თბილისის მისადგომებთან.

30 აგვისტოს მსოფლიოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღი 1981 წელს, კოსტა რიკაში, ლათინურ ამერიკაში დაარსდა. საქართველოში კი, ამ დღეს, ოფიციალურად, 2011 წლიდან აღნიშნავენ.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის მიზანი დაკარგული ადამიანებისთვის პატივის მიგება და მათი ოჯახების მხარდაჭერაა.

საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, 2400-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდაა გაუჩინარებული

ქართველი მშვიდობისმყოფელის დღე 2016 წელს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს  გადაწყვეტილებით დაწესდა.

საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში 1999 წლიდან მონაწილეობს.

პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად, სწორედ ამ დღეს გაემგზავრა.

წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლი (გრიგოლ ფერაძე) (1899-1942)

ქართველი თეოლოგი, ისტორიკოსი, არქიმანდრიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მეორე მსოფლიო ომის დროს, ფაშისტების მიერ დევნილ ებრაელებს იფარებდა და საზრდოს უნაწილებდა, რისთვისაც შეიპყრეს და ციხეში ჩასვეს, შემდეგ კი ოსვენციმის ბანაკში გადაიყვანეს. მრავალშვილიანი ებრაელის სასჯელი თავის თავზე აიღო და მის მაგივრად შევიდა გაზის კამერაში.