მემორანდუმი ,,ობოლ ბავშვთა დახმარების ახალგაზრდულ ფონდთან“

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 10 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ ,,ობოლ ბავშვთა დახმარების ახალგაზრდულ ფონდს“  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია, ისეთი ერთობლივი პროექტების  დაგეგმვა და განხორციელება, რომლებიც მიმართული იქნება ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შვილებისა და შვილიშვილების სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო, სახელოვნებო და შემოქმედებით აქტივობებში ჩართულობისაკენ.

” ჩვენი ორგანიზაცია დაფუძნდა 90-იან წლებში და ემსახურება სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპულთა, ვეტერანებისა  და სოციალურად დაუცველთა ოჯახებს.

ძალიან გახარებული ვართ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობით. დაგეგმილი გვაქვს საქართველოს მასშტაბით აღმოვაჩინოთ ვეტერანთა ოჯახებში შემოქმედებითი ბავშვები, იქნება ეს ვოკალი, ხატვა, ქარგვა და ასე შემდეგ.

დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ბატონ ვლადიმერ იმნაძეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მხარდაჭერისთვის, რომ არა თქვენ, ჩვენ ვერ განვახორციელებდით ამ მასშტაბურ პროექტს.“ – განაცხადა ,,ობოლ ბავშვთა დახმარების ახალგაზრდული ფონდის“ დირექტორმა, ლია პაპიაშვილმა.

მემორანდუმს ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და ა(ა)იპ ,,ობოლ ბავშვთა დახმარების ახალგაზრდული ფონდის“ დირექტორმა, ლია პაპიაშვილმა მოაწერს. მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2021 წლის 31 იანვრამდე.

აღნიშნული პროექტით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ, ა(ა)იპ ,,ობოლ ბავშვთა დახმარების ახალგაზრდული ფონდის“ დირექტორს, ლია პაპიაშვილს. ტელეფონი: 577 478 998